https://sputnik-georgia.com/20210925/ass-si-pirvelad-sinaur-qrcvins-koronavirusi-daudastirda-259888691.html
აშშ-ში პირველად შინაურ ქრცვინს კორონავირუსი დაუდასტურდა
აშშ-ში პირველად შინაურ ქრცვინს კორონავირუსი დაუდასტურდა
Sputnik საქართველო
კორონავირუსი დაუდასტურდა შინაურ ქრცვინს ფლორიდის შტატში 25.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-25T16:00+0400
2021-09-25T16:00+0400
2023-07-20T15:52+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23658/20/236582072_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_920d14a9e11b6ad856144fe0a1d32b7e.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი– Sputnik. აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა ფლორიდის შტატში შინაური ქრცვინის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ, ამის შესახებ აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA) ვებგვერდზეა ნათქვამი.„აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA) ეროვნული ვეტერინარული სამსახურის ლაბორატორიებმა დღეს განაცხადეს, რომ ფლორიდაში შინაურ ქრცვინს SARS-CoV-2 დაუდასტურდა. ეს არის პირველი შინაური ქრცვინი დადასტურებული SARS-CoV-2-ით შეერთებულ შტატებში“, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის ინსპექციის სამსახურის (APHIS) განცხადებაში.აღინიშნა, რომ ცხოველს აღმოაჩნდა დაავადების სიმპტომები: ხველა და ცემინება. სპეციალისტებმა მას ბიოლოგიური ნიმუშები აუღეს და ანალიზის შედეგად ცხოველის ორგანიზმში COVID-19 დადასტურდა. სავარაუდოდ, ქრცვინი COVID-19-ით ადამიანისგან დაინფიცირდა.მანამდე ცნობილი გახდა, რომ კალიფორნიის შტატის ოკლენდის ზოოპარკმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბინადრების ვაქცინაცია ექსპერიმენტული ვაქცინით Zoetis დაიწყო.ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Zoetis მუშაობს ვაქცინებზე და სხვა პრეპარატებზე, რომლებიც სპეციალურად ცხოველებისთვისაა განკუთვნილი.მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში, ახალ ინგლისში (New England) იმავე კომპანიის ვაქცინით კორონავირუსის მიმართ მოწყვლადი ცხოველების ვაქცინაცია დაიწყეს. ვაქცინა მოიწონა აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „ექსპერიმენტული მოხმარებისთვის“, ყოველი კონკრეტული შემთხვევის გარემოებებიდან გამომდინარე.
https://sputnik-georgia.com/20210828/ass-is-dazvervam-gamoaqveyna-moxseneba-covid-19-is-warmomavlobis-sesaxeb-258822296.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23658/20/236582072_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_db4a9d5947b5ccb215e589485e4cff1c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ-ში პირველად შინაურ ქრცვინს კორონავირუსი დაუდასტურდა
16:00 25.09.2021 (განახლებულია: 15:52 20.07.2023) კორონავირუსი დაუდასტურდა შინაურ ქრცვინს ფლორიდის შტატში
თბილისი, 25 სექტემბერი– Sputnik. აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა ფლორიდის შტატში შინაური ქრცვინის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ, ამის შესახებ აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA)
ვებგვერდზეა ნათქვამი.
„აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA) ეროვნული ვეტერინარული სამსახურის ლაბორატორიებმა დღეს განაცხადეს, რომ ფლორიდაში შინაურ ქრცვინს SARS-CoV-2 დაუდასტურდა. ეს არის პირველი შინაური ქრცვინი დადასტურებული SARS-CoV-2-ით შეერთებულ შტატებში“, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის ინსპექციის სამსახურის (APHIS) განცხადებაში.
აღინიშნა, რომ ცხოველს აღმოაჩნდა დაავადების სიმპტომები: ხველა და ცემინება. სპეციალისტებმა მას ბიოლოგიური ნიმუშები აუღეს და ანალიზის შედეგად ცხოველის ორგანიზმში COVID-19 დადასტურდა. სავარაუდოდ, ქრცვინი COVID-19-ით ადამიანისგან დაინფიცირდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კალიფორნიის შტატის ოკლენდის ზოოპარკმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბინადრების ვაქცინაცია ექსპერიმენტული ვაქცინით Zoetis დაიწყო.
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Zoetis მუშაობს ვაქცინებზე და სხვა პრეპარატებზე, რომლებიც სპეციალურად ცხოველებისთვისაა განკუთვნილი.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში, ახალ ინგლისში (New England) იმავე კომპანიის ვაქცინით კორონავირუსის მიმართ მოწყვლადი ცხოველების ვაქცინაცია დაიწყეს. ვაქცინა მოიწონა აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „ექსპერიმენტული მოხმარებისთვის“, ყოველი კონკრეტული შემთხვევის გარემოებებიდან გამომდინარე.