https://sputnik-georgia.com/20210925/-2021--130------259897236.html
არჩევნები-2021: ცესკომ 130-ზე მეტი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დაარეგისტრირა
არჩევნები-2021: ცესკომ 130-ზე მეტი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დაარეგისტრირა
Sputnik საქართველო
მოსახლეობა არჩევნებზე 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. 25.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-25T21:58+0400
2021-09-25T21:58+0400
2021-09-29T11:31+0400
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
არჩევნები 2021
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1f/249871364_0:65:1100:684_1920x0_80_0_0_567b0800c729a995b2f656e6caedce65.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ამ დროისათვის საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის 89 ადგილობრივი და 45 საერთაშორისო ორგანიზაცია დაარეგისტრირა, რომლებიც დააკვირდებიან როგორც უშუალოდ კენჭისყრის, ისე წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.ადგილობრივი ორგანიზაციებიდან რეგისტრაცია უკვე გაიარა ყველა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, რომელიც აკვირდება არჩევნებს და ოპერატიულად აქვეყნებს მასალებს წინასაარჩევნო კამპანიისას და კენჭისყრის დღეს მომხდარი დარღვევების შესახებ.მათ შორისაა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „მრავალეროვანი საქართველო“ და ა.შ.ცესკომ ასევე დაარეგისტრირა 45 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. მათ შორისაა სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები და საარჩევნო კომისიები. არჩევნების მსვლელობის დაკვირვების მიზნით საქართველოში ჩამოვლენ OSCE/ODIHR-ის (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი) და ევროკავშირის წარმომადგენლები.წინასაარჩევნო პროცესების და არჩევნების გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა ასევე 45 მედიასაშუალების 2.238 ჟურნალისტმა და ოპერატორმა.არჩევნებში მონაწილეობას 43 პარტია იღებს.
https://sputnik-georgia.com/20210925/qartuli-ocnebebi-xdeba-premieris-gamosvlis-mtavari-aqcentebi-gaeros-generalur-asambleaze-259885781.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1f/249871364_38:0:1038:750_1920x0_80_0_0_62ef62b50a5ab85e3754aab2f53cce32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
არჩევნები-2021: ცესკომ 130-ზე მეტი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დაარეგისტრირა
21:58 25.09.2021 (განახლებულია: 11:31 29.09.2021) მოსახლეობა არჩევნებზე 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ამ დროისათვის საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის 89 ადგილობრივი და 45 საერთაშორისო ორგანიზაცია დაარეგისტრირა, რომლებიც დააკვირდებიან როგორც უშუალოდ კენჭისყრის, ისე წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ადგილობრივი ორგანიზაციებიდან რეგისტრაცია უკვე გაიარა ყველა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, რომელიც აკვირდება არჩევნებს და ოპერატიულად აქვეყნებს მასალებს წინასაარჩევნო კამპანიისას და კენჭისყრის დღეს მომხდარი დარღვევების შესახებ.
25 სექტემბერი 2021, 13:00
მათ შორისაა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „მრავალეროვანი საქართველო“ და ა.შ.
ცესკომ ასევე დაარეგისტრირა 45 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. მათ შორისაა სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები და საარჩევნო კომისიები. არჩევნების მსვლელობის დაკვირვების მიზნით საქართველოში ჩამოვლენ OSCE/ODIHR-ის (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი) და ევროკავშირის წარმომადგენლები.
წინასაარჩევნო პროცესების და არჩევნების გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა ასევე 45 მედიასაშუალების 2.238 ჟურნალისტმა და ოპერატორმა.
არჩევნებში მონაწილეობას 43 პარტია იღებს.