საჭირო გახდა ევაკუაცია: ძლიერი წვიმის შემდეგ თბილისის გარეუბანში ხუთი სახლი დაზიანდა

© Sputnik / Alexander Imedashviliღრუბლები თბილისის ცაზე
ღრუბლები თბილისის ცაზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ პირობა დადო, რომ ზარალს აუნაზღაურებს ყველა ოჯახს, რომელიც წელს ძლიერი წვიმებისგან დაზარალდა.
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისის გარეუბანში მდებარე სოფელ ნასაგურში გუშინ ძლიერი წვიმებისგან ხუთი ოჯახი დაზარალდა, საჭირო გახდა მათი ევაკუაცია და სასტუმროში გადაყვანა, განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ხუთივე ოჯახს წვიმამ სახლები იმდენად დაუზიანა, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელი გახდა.
„შევთავაზეთ ამ ადამიანებს, ვისაც არ აქვს დასარჩენი ადგილი, რომ გადავიყვანოთ სასტუმროში... სახურავების გადახდა მოხდა, ამან გამოიწვია შენობების გარკვეული ნაწილის დაზიანება, სადაც არის საფრთხე. იქ ადამიანების დარჩენა არ შეიძლება“, – განაცხადა სამხარაძემ.
მთავრობის წარმომადგენლები ყვარლის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში იმყოფებოდნენ, სადაც აგვისტოში სტიქიამ მოსახლეობის სახლები დააზიანა - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
კახეთში, გურიასა და აჭარაში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას მთავრობა დაეხმარება
მან ასევე აღნიშნა, რომ წვიმამ ამ ტერიტორიაზე დააზიანა გზები და ქუჩის განათება.
ზარალის დათვლა პარასკევს დაიწყება. უფრო ადრე საქართველოს მთავრობამ პირობა დადო, რომ ზარალს აუნაზღაურებს ყველა ოჯახს, რომელიც წელს ძლიერი წვიმების შედეგად დაზარალდა.
ყველა ახალი ამბავი
0