კახეთში, გურიასა და აჭარაში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას მთავრობა დაეხმარება

© Facebook / Leri Barnabishviliმთავრობის წარმომადგენლები ყვარლის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში იმყოფებოდნენ, სადაც აგვისტოში სტიქიამ მოსახლეობის სახლები დააზიანა
მთავრობის წარმომადგენლები ყვარლის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში იმყოფებოდნენ, სადაც აგვისტოში სტიქიამ მოსახლეობის სახლები დააზიანა - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
გამოწერა
საქართველოს მთავრობის 22 სექტემბრის განკარგულების თანახმად, ყვარლის მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო 1 მილიონი ლარი, რომელიც სტიქიისგან დაზარალებულ ყვარელსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებს უნდა მოხმარდეს.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კახეთში, გურიასა და აჭარაში მოსახლეობისთვის სტიქიით მიყენებულ ზარალს საქართველოს მთავრობა აანაზღაურებს, განაცხადა საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა. ინფორმაცია კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელდა.
საქართველოს მთავრობის 22 სექტემბრის განკარგულების თანახმად, ყვარლის მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო 1 მილიონი ლარი, რომელიც 26 აგვისტოს ყვარელსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში გავაზში, შაქრიანში, კუჭატანში, გრემსა და შილდაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ასი საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება.
საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მთავრობის ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო.

„გასულ თვეს კახეთში მომხდარმა სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით დააზარალა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის დამატებით ერთი მილიონი ლარი გამოიყო, რომელიც დაზიანებული სახლების აღდგენას მოხმარდება. შეგახსენებთ, რომ სტიქიისთვის აქამდე საქართველოს მთავრობამ მილიონ-ნახევარი ლარი უკვე გამოყო, დღეს კი დამატებითი თანხის მობილიზება მოხდა“, – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი აჭარისა და გურიის რეგიონში მომხდარ სტიქიასაც გამოეხმაურა.
ძლიერი სეტყვა თელავში - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2021
კახეთს კვლავ სეტყვამ გადაუარა: რა ვითარებაა რეგიონში
„მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია და მათი აღდგენითი სამუშაოები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ არც ერთი მოქალაქე ყურადღების მიღმა არ დარჩება. მთავრობის მხრიდან მათ მაქსიმალური გვერდში დგომა ექნებათ“, – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.
ლერი ბარნაბიშვილის თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ადგილობრივმა მთავრობამ დაუყოვნებლივ დაიწყო სამუშაოები, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.
საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან როსტომ სესიაშვილთან ერთად ყვარლის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში იმყოფებოდა, სადაც გასულ თვეში სტიქიამ მოსახლეობის სახლები დააზიანა.
ყველა ახალი ამბავი
0