https://sputnik-georgia.com/20210924/turoperatorebs-kovid-portali-gaacnes-259875226.html
რესტორატორების შემდეგ კოვიდ-პორტალი ტურ-ოპერატორებს გააცნეს
რესტორატორების შემდეგ კოვიდ-პორტალი ტურ-ოპერატორებს გააცნეს
Sputnik საქართველო
პლატფორმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შეიქმნა და ბიზნესის სხვადასხვა სექტორს ეტაპობრივად წარედგინება. 24.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-24T19:50+0400
2021-09-24T19:50+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1a/258623113_0:0:3408:1918_1920x0_80_0_0_edb91d8165cc78af62639c66c0b1752f.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი ონლაინ–პლატფორმა covidpass.moh.gov.ge ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ გააცნო.მოქალაქეთა კოვიდ-სტატუსის შესახებ სპეციალური პორტალი საქართველოში 14 სექტემბერს ამოქმედდა. პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელების კოვიდ-სტატუსზე ინფორმაციის მიღება ე.წ. QR-კოდის საშუალებით.ფერაძე არ გამორიცხავს, რომ ახალი აპლიკაციის გამოყენება ბიზნესმენებს, კერძოდ, რესტორატორებს საშუალებას მისცემს, გაახანგრძლივონ სამუშაო დრო, რომელიც ამჟამად 22:00 საათზე მთავრდება. ე.წ. მწვანე ზონების შექმნა უზრუნველყოფს ბიზნეს-სექტორის ეკონომიკურ სტაბილურობას. ფერაძის განცხადებით, „კოვიდ-საშვის“ აპლიკაციის წარმატებით დანერგვის შემთხვევაში, შესაძლოა, სპეციალურად ამ სეგმენტისთვის დღის წესრიგში რეგულაციების შემსუბუქების საკითხიც დადგეს.შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის თქმით, „მწვანე სტატუსი“ მიენიჭება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ბოლო 24 საათში მიიღეს კორონავირუსზე სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, ვინც ბოლო 72 საათში მიიღო PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი, ვინც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაიტანა კორონავირუსი და ვინც ორჯერადად ვაქცინირებულია.
https://sputnik-georgia.com/20210914/kovid-statusis-identifikaciis-veb-gverdi-259585557.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1a/258623113_439:0:3170:2048_1920x0_80_0_0_559cdb317aa9d30766a0cfe49a9fa8db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
რესტორატორების შემდეგ კოვიდ-პორტალი ტურ-ოპერატორებს გააცნეს
19:50 24.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) პლატფორმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შეიქმნა და ბიზნესის სხვადასხვა სექტორს ეტაპობრივად წარედგინება.
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი ონლაინ–პლატფორმა covidpass.moh.gov.ge ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ გააცნო.
მოქალაქეთა კოვიდ-სტატუსის შესახებ სპეციალური პორტალი საქართველოში 14 სექტემბერს ამოქმედდა. პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელების კოვიდ-სტატუსზე ინფორმაციის მიღება ე.წ. QR-კოდის საშუალებით.
„დღევანდელი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების სურვილია, რომ დაინერგოს ეს აპლიკაცია და განისაზღვროს მწვანე ზონები, რაც, ერთი მხრივ, მათ მისცემთ შესაძლებლობას, ნებისმიერი ეპიდემიოლოგიური გართულების დროს ეკონომიკური აქტივობა შეინარჩუნონ, მეორე მხრივ კი, უზრუნველყონ მომხმარებელთა უსაფრთხოება“, – განაცხადა ფერაძემ.
ფერაძე არ გამორიცხავს, რომ ახალი აპლიკაციის გამოყენება ბიზნესმენებს, კერძოდ, რესტორატორებს საშუალებას მისცემს, გაახანგრძლივონ სამუშაო დრო, რომელიც ამჟამად 22:00 საათზე მთავრდება.
14 სექტემბერი 2021, 15:29
ე.წ. მწვანე ზონების შექმნა უზრუნველყოფს ბიზნეს-სექტორის ეკონომიკურ სტაბილურობას. ფერაძის განცხადებით, „კოვიდ-საშვის“ აპლიკაციის წარმატებით დანერგვის შემთხვევაში, შესაძლოა, სპეციალურად ამ სეგმენტისთვის დღის წესრიგში რეგულაციების შემსუბუქების საკითხიც დადგეს.
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის თქმით, „მწვანე სტატუსი“ მიენიჭება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ბოლო 24 საათში მიიღეს კორონავირუსზე სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, ვინც ბოლო 72 საათში მიიღო PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი, ვინც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაიტანა კორონავირუსი და ვინც ორჯერადად ვაქცინირებულია.