https://sputnik-georgia.com/20210924/stopcovid-latarias-1700-gamarjvebuli-hyavs-259874219.html
StopCovid ლატარიას 1.700-ზე მეტი გამარჯვებული ჰყავს
StopCovid ლატარიას 1.700-ზე მეტი გამარჯვებული ჰყავს
Sputnik საქართველო
ლატარიის კომპანიას წვდომა აქვს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბაზაზე, სადაც ერთი ან ორი დოზით ვაქცინირებული ყველა პირია იდენტიფიცირებული. 24.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-24T19:37+0400
2021-09-24T19:37+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259924766_0:201:1920:1281_1920x0_80_0_0_d9a74c504b78f661e843a2116e5c4f40.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია „აიცერი და მოიგეს“ ფარგლებში უკვე გათამაშდა 260,4 ათასი ლარი და გამარჯვებული გახდა თბილისში, ბოლნისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, კასპსა და მარნეულში მცხოვრები 1.777 ადამიანი, იუწყება საქართველოს ეროვნული ლატარია.ვაქცინირებულთა წამახალისებელი ლატარიის გათამაშება საქართველოში 14 სექტემბერს დაიწყო.ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ვაქცინირებულ პირთათვის ყოველდღიურად ათამაშებს ფულად პრიზებს. ლატარიის საერთო საპრიზო ფონდი 2,8 მლნ ლარია. ვაქცინირებული პირებისთვის ყოველდღიურად 100 და 500 ლარი, ხოლო ყოველკვირეულად – 1.000, 1.500, 5.000 და10.000 ლარის ოდენობის ჯილდო თამაშდება. შემაჯამებელი გათამაშების საპრიზო ფონდი კი, რომელიც წლის ბოლოს გაიმართება, 100.000 ლარია.StopCovid ლატარიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ამ დროისთვის სრულად ან ერთჯერადად ვაქცინირებულ პირებს, ისე იმ მოქალაქეებს, რომლებიც მასობრივ ვაქცინაციაში ჩაერთვებიან.მოგების გადამოწმება ვაქცინირებულ მოქალაქეებს stopcov.lotto.ge-ზე პირადი ნომრით შეუძლიათ. მონაცემები ყოველდღიურად განახლდება.ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 1.715.073 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 963.663 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 33,9%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 751.410 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 26,3%. 23 სექტემბერს აიცრა 12.778 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210920/vin-moigo-pirveli-10000-lari-latariis-shedegebi-259740190.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259924766_326:129:1862:1281_1920x0_80_0_0_7d906aac2b38853f2d5c9775c8690839.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
StopCovid ლატარიას 1.700-ზე მეტი გამარჯვებული ჰყავს
19:37 24.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) ლატარიის კომპანიას წვდომა აქვს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბაზაზე, სადაც ერთი ან ორი დოზით ვაქცინირებული ყველა პირია იდენტიფიცირებული.
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია „აიცერი და მოიგეს“ ფარგლებში უკვე გათამაშდა 260,4 ათასი ლარი და გამარჯვებული გახდა თბილისში, ბოლნისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, კასპსა და მარნეულში მცხოვრები 1.777 ადამიანი,
იუწყება საქართველოს ეროვნული ლატარია.
ვაქცინირებულთა წამახალისებელი ლატარიის გათამაშება საქართველოში 14 სექტემბერს დაიწყო.
ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ვაქცინირებულ პირთათვის ყოველდღიურად ათამაშებს ფულად პრიზებს. ლატარიის საერთო საპრიზო ფონდი 2,8 მლნ ლარია.
20 სექტემბერი 2021, 17:17
ვაქცინირებული პირებისთვის ყოველდღიურად 100 და 500 ლარი, ხოლო ყოველკვირეულად – 1.000, 1.500, 5.000 და10.000 ლარის ოდენობის ჯილდო თამაშდება. შემაჯამებელი გათამაშების საპრიზო ფონდი კი, რომელიც წლის ბოლოს გაიმართება, 100.000 ლარია.
StopCovid ლატარიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ამ დროისთვის სრულად ან ერთჯერადად ვაქცინირებულ პირებს, ისე იმ მოქალაქეებს, რომლებიც მასობრივ ვაქცინაციაში ჩაერთვებიან.
მოგების გადამოწმება ვაქცინირებულ მოქალაქეებს stopcov.lotto.ge-ზე პირადი ნომრით შეუძლიათ. მონაცემები ყოველდღიურად განახლდება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 1.715.073 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 963.663 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 33,9%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 751.410 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 26,3%. 23 სექტემბერს აიცრა 12.778 ადამიანი.