Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ვინ მოიგო პირველი 10 ათასი ლარი: წამახალისებელი ლატარიის შედეგები

© photo: Sputnik / Stringer100–ლარიანი კუპიურა
100–ლარიანი კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
მოგების გადამოწმება ვაქცინირებულ მოქალაქეებს stopcov.lotto.ge-ზე პირადი ნომრით შეუძლიათ. მონაცემები ყოველდღიურად განახლდება.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის „აიცერი და მოიგე“ პირველი ყოველკვირეული გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდა.
პორტალ stopcov.lotto.ge-ზე გათამაშების შედეგები დღეს გამოქვეყნდა. პირველი 10.000 ლარი ბოლნისელმა მოქალაქემ მოიგო, რომელიც Sinopharm-ის ვაქცინით არის აცრილი. ჯერჯერობით გამარჯვებულის ვინაობა უცნობია.
ყოველკვირეული გათამაშების გამარჯვებულთა შორის ასევე არიან თბილისში, გორში, ბათუმში, ლაგოდეხში, ზუგდიდში, მარტვილში მცხოვრები ვაქცინირებული პირები, რომლებმაც 5.000, 1.500 და 1.000 ლარი მოიგეს.
ცნობილი გახდა ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის პირველი 160 გამარჯვებულის ვინაობა>>>
StopCovid ლატარიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც 13 სექტემბრამდე სრულად ან ერთჯერადად ვაქცინირებულ პირებს, ისე იმ მოქალაქეებს, რომლებიც მასობრივ ვაქცინაციაში ჩაერთვებიან.
ლატარიის გათამაშებები ვებ-გვერდზე www.stopcov.lotto.ge ყოველდღიურად გაიმართება 12:00 საათზე, ყოველკვირეული – ორშაბათობით, 12:00 საათზე, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება 31 დეკემბერს გაიმართება. ყოველდღიურ გათამაშებაში 160 მოგებული გამოვლინდება; ყოველკვირეულ გათამაშებაში – 17 მოგებული, შემაჯამებელ გათამაშებაში კი ერთი გამარჯვებული, რომელიც 100.000 ლარს მოიგებს.
ლატარიის საერთო საპრიზო ფონდი 2.800.000 ლარს შეადგენს. გათამაშება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტარდება. ვაქცინირებული პირებისთვის ყოველდღიურად 100 და 500 ლარი, ხოლო ყოველკვირეულად – 1.000, 1.500, 5.000 და 10.000 ლარის ოდენობის ჯილდო გათამაშდება. შემაჯამებელი გათამაშების საპრიზო ფონდი კი 100.000 ლარი იქნება.
მოგების გადამოწმება ვაქცინირებულ მოქალაქეებს stopcov.lotto.ge-ზე პირადი ნომრით შეუძლიათ. მონაცემები ყოველდღიურად განახლდება.
ყველა ახალი ამბავი
0