მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ექსპერტმა განმარტა, როგორ შეიძლება შემოუბრუნდეს აშშ-ს ანტირუსული სანქციები

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ–ის საელჩო მოსკოვში
აშშ–ის საელჩო მოსკოვში - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
გამოწერა
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის ბიუჯეტი მიიღო, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
რადიო Sputnik-ის ეთერში პოლიტიკური ექსპერტებისა და კონსულტანტების ასოციაციის საბჭოს წევრმა კირილ კოკტიშმა ისაუბრა, თუ როგორ შეიძლება აისახოს ზოგიერთი სანქცია თავად შეერთებულ შტატებზე.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
კონგრესმენებმა შეათანხმეს ახალი შეზღუდვები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებით, შესწორებები რუსეთის სუვერენული ვალისა და მისი 35 მოქალაქის – ოფიციალური პირების, ბიზნესმენებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შეზღუდვების გაფართოებაზე.
ახლა დოკუმენტი უნდა განიხილოს სენატმა და ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
მსოფლიო დღეს
პესკოვი: შტატების სანქციები რუსეთის წინააღმდეგ დიალოგის იმედს ხაზს გადაუსვამს
რადიო Sputnik-ის ეთერში კირილ კოკტიშმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ახალმა სანქციებმა შეიძლება მეტი ზიანი მოუტანოს თავად აშშ-ს, ვიდრე რუსეთს. ეს, კერძოდ, ეხება შეზღუდვებს რუსეთს სუვერენული ვალის მიმართ.
„რასაკვირველია, შეზღუდვები შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, მათ შორის, SWIFT-ის ბანკთაშორისი საგადახდო სისტემიდან რუსეთის გამოთიშვა. ამან შეიძლება სერიოზულად გაართულოს სავაჭრო ოპერაციები. SWIFT-ში ამბობენ, რომ არავინ არ აპირებს რუსეთის გამოთიშვას, ეს მხოლოდ მუქარაა. და ეს ლოგიკურიცაა. კომპანიას კლიენტის დაკარგვა სრულებით არ სჭირდება – ეს ცუდად აისახება იმიჯზე. მით უმეტეს, რომ არსებობს ირანის გათიშვის ნეგატიური პრაქტიკა. გარდა ამისა, ასეთი სანქციები დააჩქარებს ანგარიშსწორების გადატანას კრიპტოვალუტაში. ამ გაგებით სანქციები უკუეფექტს მოახდენს აშშ-ზე, სხვა სავალუტო ზონებზე, დაანგრევს რა იმ ეკონომიკურ სივრცეს, რომელიც დღეს დოლარითაა ნაშენები. აშშ-ის ძალისხმევით ეს შეიძლება ახლო მომავალში მოხდეს“, – მიიჩნევს კირილ კოკტიში.
ყველა ახალი ამბავი
0