ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება

© photo: Sputnik / Stringerმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2021
გამოწერა
ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გადაჭრის უმწვავეს სოციალურ პრობლემას იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქ სიცოცხლისთვის შეუსაბამო პირობებში უწევდათ ცხოვრება, აცხადებენ აჭარის მთავრობაში.
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. აჭარის მთავრობამ ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პარალელურად პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება დაიწყო, ნათქვამია აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის მეორე ეტაპი „ოცნების ქალაქის“ მთლიანი ტერიტორიის დაგეგმარებას, სწორ ურბანულ განვითარებას, საგანმანათლებლო, საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცეების შექმნას გულისხმობს.
„ოცნების ქალაქში“ დამატებით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი აშენდება. მეორე ეტაპის ფარგლებში ტერიტორიაზე ასევე საპარკინგე ზონა, საბავშვო მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები მოეწყობა. საცხოვრებელი სახლები გაზმომარაგების, წყლისა და წყალარინების სისტემებით აღიჭურვება.

„უკვე გამოვლენილია კომპანია, რომელიც მეორე ეტაპის პროექტირებას განახორციელებს. კომპანია „ნიუ სითი დეველოპმენტი“ „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალურ გეგმას და ამავე გეგმის მიხედვით ერთ-ერთ კვარტალში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტს მოამზადებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ ეტაპზე „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე სამი 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ხორციელდება. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე დაახლოებით 582 ბინა მოეწყობა. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული.
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
ბათუმში „ოცნების ქალაქის" ბინადრები საპროტესტო აქციას მართავენ
„ოცნების ქალაქი“ – ესაა დასახლება, რომელიც ბათუმთან ახლოს, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე 2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად ბუნებრივი პირობებისა და უსახსრობის გამო მაღალმთიანი აჭარიდან გადმოსახლდა 900-მდე ოჯახი – ეკომიგრანტები, მრავალშვილიანი ოჯახები. ისინი ბარაკებსა და ვაგონებში დაბინავდნენ და ამჟამად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.
2019 წელს ხელისუფლება მათ ბარაკების ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას დაჰპირდა.
მასშტაბური სოციალური პროექტი „ოცნების ქალაქი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მილიონი ლარია. მშენებლობა 2020 წლის თებერვალში დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0