https://sputnik-georgia.com/20210924/aziis-ganvitarebis-banki-saqartvelos-15-mln-dolarit-daexmareba-259864746.html
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში 15 მლნ დოლარით დაეხმარება
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში 15 მლნ დოლარით დაეხმარება
Sputnik საქართველო
აზიის განვითარების ბანკის მიერ დამტკიცებული სესხი ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად უნდა დაიხარჯოს. 24.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-24T14:32+0400
2021-09-24T14:32+0400
2023-08-17T18:14+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
ჯანდაცვა საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250770886_0:0:2979:1677_1920x0_80_0_0_2353d4784f9e50db3889efa6ff04bf26.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს მთავრობას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცა, ნათქვამია ADB-ს განცხადებაში.საქართველოს მთავრობის მიზანია 2021 წლის ბოლომდე ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის, ანუ 1,7 მილიონი ადამიანის აცრა. ADB-ს დახმარება 300.000-ზე მეტი მოქალაქის, ანუ საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 8%-ის აცრას გახდის შესაძლებელს, აღნიშულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სესხს აფინანსებს ADB-ს აზია–წყნარი ოკეანის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის 9 მილიარდი დოლარის პროგრამა, რომელიც 2020 წლის დეკემბერში დაარსდა და ბანკის წევრ განვითარებად ქვეყნებს ვაქცინასთან დაკავშირებულ სწრაფ და მიუკერძოებელ დახმარებას სთავაზობს.საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში აცრილია 1.715.073 ადამიანი, მათგან ორი დოზით – 751.410 პირი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 26.3%-ია.საქართველო ADB-ს წევრია 2007 წლიდან და მას შემდეგ ბანკი ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალმხრივი პარტნიორია.
https://sputnik-georgia.com/20210922/adb-msaqartvelostvis-100-mln-dolaris-krediti-daamtkica-259786076.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250770886_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_0ece100db8700078f950c901d098e4f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ჯანდაცვა საქართველოში, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ჯანდაცვა საქართველოში, covid-19
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში 15 მლნ დოლარით დაეხმარება
14:32 24.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) აზიის განვითარების ბანკის მიერ დამტკიცებული სესხი ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად უნდა დაიხარჯოს.
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს მთავრობას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცა, ნათქვამია ADB-ს
განცხადებაში.
ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხა დაახლოებით 700.000 დოზა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, ასევე ნემსების, უსაფრთხოების ყუთებისა და ვაქცინაციისთვის საჭირო სხვა ნივთების შეძენასა და ჩამოტანას უნდა მოხმარდეს.
საქართველოს მთავრობის მიზანია 2021 წლის ბოლომდე ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის, ანუ 1,7 მილიონი ადამიანის აცრა. ADB-ს დახმარება 300.000-ზე მეტი მოქალაქის, ანუ საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 8%-ის აცრას გახდის შესაძლებელს, აღნიშულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სესხს აფინანსებს ADB-ს აზია–წყნარი ოკეანის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის 9 მილიარდი დოლარის პროგრამა, რომელიც 2020 წლის დეკემბერში დაარსდა და ბანკის წევრ განვითარებად ქვეყნებს ვაქცინასთან დაკავშირებულ სწრაფ და მიუკერძოებელ დახმარებას სთავაზობს.

22 სექტემბერი 2021, 10:03
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში აცრილია 1.715.073 ადამიანი, მათგან ორი დოზით – 751.410 პირი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 26.3%-ია.
საქართველო ADB-ს წევრია 2007 წლიდან და მას შემდეგ ბანკი ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალმხრივი პარტნიორია.