https://sputnik-georgia.com/20210923/tocinosini-levan-gorgaze-karg-formasia-259833074.html
ტოჩინოშინი კარგ ფორმაშია – ქართველმა სუმოისტმა დღესაც მოიგო
ტოჩინოშინი კარგ ფორმაშია – ქართველმა სუმოისტმა დღესაც მოიგო
Sputnik საქართველო
ტოჩინოშინმა სექტემბრის ბაშოს მეთორმეტე დღეს ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა. ქართველ სუმოისტს დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი სამი შეხვედრიდან ორი... 23.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-23T15:48+0400
2021-09-23T15:48+0400
2021-09-23T19:17+0400
სპორტი
ახალი ამბები
იაპონია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249018687_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_15cb4f60dc2a5ba543577b8350dcd6fe.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე შემოდგომის ბაშოზე მოგებათა სერიას აგრძელებს.33 წლის ქართველი სეკიტორი, რომელიც მიმდინარე სუპერტურნირზე მე-12 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, დღეს ჩიიონოკუნის დაუპირისპირდა. შეხვედრა სუმოისტების გარდამავალი უპირატესობით, სუმოს სტანდარტებით საკმაოდ დიდხანს, 40 წამი გაგრძელდა. საბოლოოდ ტოჩინოშინმა თავისზე მსუბუქ მეტოქეს ოშიდაშის ილეთით მოუგო და საკუთარ აქტივში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ ქართველ სუმოისტს ჩიიონოკუნისთან ურთიერთშეხვედრების კარგი სტატისტიკა ჰქონდა. ახლა მათ შორის გამართული ათი შერკინებიდან ცხრა გამარჯვება ტოჩინოშინის ანგარიშზეა.მიმდინარე სუპერტურნირზე ქართველი სუმოისტის ანგარიშზე ექვსი მოგება და ექვსი მარცხია. იმ შემთხვევაში, თუ ტოჩინოშინი დარჩენილი სამი შეხვედრიდან ორს მოიგებს და დადებით ბალანსს დააფიქსირებს, ქართველი სუმოისტი წოდებაში დაწინაურდება.ლევან გორგაძის შემდეგი მეტოქე ხვალ აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა კაგაიაკი იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასევე ექვსი მოგება და ექვსი მარცხი აქვს. ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა ამ შემთხვევაშიც ქართველის მხარესაა. ტოჩინოშინი 27 წლის იაპონელს კარიერაში ცხრაჯერ შეხვდა და შვიდ შემთხვევაში გამარჯვებული სწორედ ქართველი სუმოისტი დარჩა.
https://sputnik-georgia.com/20210922/tocinosini-levan-gorgaze-259796142.html
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249018687_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_4ffb06f4bfd2e4189e5a9027e45516c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, იაპონია
სპორტი, ახალი ამბები, იაპონია
ტოჩინოშინი კარგ ფორმაშია – ქართველმა სუმოისტმა დღესაც მოიგო
15:48 23.09.2021 (განახლებულია: 19:17 23.09.2021) ტოჩინოშინმა სექტემბრის ბაშოს მეთორმეტე დღეს ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა. ქართველ სუმოისტს დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი სამი შეხვედრიდან ორი გამარჯვება სჭირდება.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე შემოდგომის ბაშოზე მოგებათა სერიას აგრძელებს.
33 წლის ქართველი სეკიტორი, რომელიც მიმდინარე სუპერტურნირზე მე-12 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, დღეს ჩიიონოკუნის დაუპირისპირდა. შეხვედრა სუმოისტების გარდამავალი უპირატესობით, სუმოს სტანდარტებით საკმაოდ დიდხანს, 40 წამი გაგრძელდა. საბოლოოდ ტოჩინოშინმა თავისზე მსუბუქ მეტოქეს ოშიდაშის ილეთით მოუგო და საკუთარ აქტივში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ ქართველ სუმოისტს ჩიიონოკუნისთან ურთიერთშეხვედრების კარგი სტატისტიკა ჰქონდა. ახლა მათ შორის გამართული ათი შერკინებიდან ცხრა გამარჯვება ტოჩინოშინის ანგარიშზეა.
22 სექტემბერი 2021, 13:52
მიმდინარე სუპერტურნირზე ქართველი სუმოისტის ანგარიშზე ექვსი მოგება და ექვსი მარცხია. იმ შემთხვევაში, თუ ტოჩინოშინი დარჩენილი სამი შეხვედრიდან ორს მოიგებს და დადებით ბალანსს დააფიქსირებს, ქართველი სუმოისტი წოდებაში დაწინაურდება.
ლევან გორგაძის შემდეგი მეტოქე ხვალ აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა კაგაიაკი იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასევე ექვსი მოგება და ექვსი მარცხი აქვს. ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა ამ შემთხვევაშიც ქართველის მხარესაა. ტოჩინოშინი 27 წლის იაპონელს კარიერაში ცხრაჯერ შეხვდა და შვიდ შემთხვევაში გამარჯვებული სწორედ ქართველი სუმოისტი დარჩა.