https://sputnik-georgia.com/20210922/tocinosini-levan-gorgaze-259796142.html
ტოჩინოშინმა კვლავ მოიგო – ქართველი სუმოისტი დადებითი ბალანსისთვის იბრძვის
ტოჩინოშინმა კვლავ მოიგო – ქართველი სუმოისტი დადებითი ბალანსისთვის იბრძვის
Sputnik საქართველო
ტოჩინოშინმა შემოდგომის ბაშოს მე-11 საჭიდაო დღეს 35 წლის ვეტერანი იაპონელი ტოკუშორიუ იორიკირის ილეთით დაამარცხა. ქართველი სუმოისტი ხვალ ჩიიონოკუნის შეხვდება. 22.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-22T13:52+0400
2021-09-22T13:52+0400
2021-09-22T18:03+0400
სპორტი
ახალი ამბები
იაპონია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249025145_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_5f2e8c8ffc7bc55fc97b475b42a3b9a3.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა შემოდგომის სუპერტურნირზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა.33 წლის ტოჩინოშინი, რომელიც მიმდინარე ბაშოზე მე-12 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, დასავლეთის მე-16 მაეგაშირა ტოკუშორიუს გაეჯიბრა. ქართველმა სუმოისტმა 35 წლის იაპონელი იორიკირის ილეთით დაამარცხა. ტოჩინოშინმა შეჯახების შემდეგ უპირატესობა მალევე მოიპოვა და ვეტერანი იაპონელი დოჰიოდან გადაიყვანა.აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძისთვის ეს ზედიზედ მესამე გამარჯვებაა. შედეგად – ახლა ქართველი სუმოისტის ანგარიშზე ხუთი გამარჯვება და ექვსი მარცხია. დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ტოჩინოშინს დარჩენილი ოთხი შეხვედრიდან მინიმუმ სამი გამარჯვება სჭირდება.გორგაძე მორიგ დაპირისპირებას აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირა ჩიიონოკუნისთან გამართავს. სტატისტიკის გათვალისწინებით ჩიიონოკუნი ქართველი სუმოისტისთვის უხერხული მეტოქე ნამდვილად არ არის. ტოჩინოშინი მასთან ცხრა ურთიერთშეხვედრიდან რვა შემთხვევაში გამარჯვებული დარჩა.
https://sputnik-georgia.com/20210918/rocinosinis-marcxi-semodgomis-basoze-qartvelma-sumoistma-brazilieltan-waago-259700217.html
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249025145_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_c0b99dbdb56b08d1670bd0f160856725.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, იაპონია
სპორტი, ახალი ამბები, იაპონია
ტოჩინოშინმა კვლავ მოიგო – ქართველი სუმოისტი დადებითი ბალანსისთვის იბრძვის
13:52 22.09.2021 (განახლებულია: 18:03 22.09.2021) ტოჩინოშინმა შემოდგომის ბაშოს მე-11 საჭიდაო დღეს 35 წლის ვეტერანი იაპონელი ტოკუშორიუ იორიკირის ილეთით დაამარცხა. ქართველი სუმოისტი ხვალ ჩიიონოკუნის შეხვდება.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა შემოდგომის სუპერტურნირზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
33 წლის ტოჩინოშინი, რომელიც მიმდინარე ბაშოზე მე-12 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, დასავლეთის მე-16 მაეგაშირა ტოკუშორიუს გაეჯიბრა. ქართველმა სუმოისტმა 35 წლის იაპონელი იორიკირის ილეთით დაამარცხა. ტოჩინოშინმა შეჯახების შემდეგ უპირატესობა მალევე მოიპოვა და ვეტერანი იაპონელი დოჰიოდან გადაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძისთვის ეს ზედიზედ მესამე გამარჯვებაა. შედეგად – ახლა ქართველი სუმოისტის ანგარიშზე ხუთი გამარჯვება და ექვსი მარცხია. დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ტოჩინოშინს დარჩენილი ოთხი შეხვედრიდან მინიმუმ სამი გამარჯვება სჭირდება.
18 სექტემბერი 2021, 13:40
გორგაძე მორიგ დაპირისპირებას აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირა ჩიიონოკუნისთან გამართავს. სტატისტიკის გათვალისწინებით ჩიიონოკუნი ქართველი სუმოისტისთვის უხერხული მეტოქე ნამდვილად არ არის. ტოჩინოშინი მასთან ცხრა ურთიერთშეხვედრიდან რვა შემთხვევაში გამარჯვებული დარჩა.