https://sputnik-georgia.com/20210918/rocinosinis-marcxi-semodgomis-basoze-qartvelma-sumoistma-brazilieltan-waago-259700217.html
ტოჩინოშინის მარცხი შემოდგომის ბაშოზე - ქართველმა სუმოისტმა ბრაზილიელთან წააგო
ტოჩინოშინის მარცხი შემოდგომის ბაშოზე - ქართველმა სუმოისტმა ბრაზილიელთან წააგო
Sputnik საქართველო
ლევან გორგაძე შემოდგომის ბაშოს მეშვიდე დღეს ბრაზილიელ მეტოქესთან იორიკირის ილეთით დამარცხდა და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუარესა. 18.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-18T13:40+0400
2021-09-18T13:40+0400
2021-09-18T13:40+0400
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/11/250627940_0:13:2541:1442_1920x0_80_0_0_589b96cd90990b266e88049921e3ee68.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის მეშვიდე დღეს დამარცხდა. ტოჩინოშინი დღეს მე-14 მაეგაშირა ბრაზილიელ სუმოისტ კაისეის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. პირველი შეტაკების შემდეგ სუმოისტებმა ქამრებში ჩავლება მოახერხეს, რის შემდეგაც ბრძოლა დაახლოებით 25 წამი გაგრძელდა. საბოლოოდ ბრაზილიელმა ტოჩინოშინის დოჰიოდან გადაყვანა შეძლო და შემოდგომის ბაშოზე საკუთარი ბალანსი გაიუმჯობესა (3:4). აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძის ანგარიშზე შვიდი საჭიდაო დღის შემდეგ ორი გამარჯვება და ხუთი მარცხია. ქართველი სუმოისტი შემდეგ ორთაბრძოლას მე-15 მაეგაშირა იჩიამამოტოსთან გამართავს, რომელსაც მსგავსად ქართველი სუმოისტისა ორი მოგება და ხუთი მარცხი აქვს მოგროვებული.
https://sputnik-georgia.com/20210717/toCinoSinma-nagoia-baSoze-zedized-meore-mogeba-moipova-252348428.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/11/250627940_0:71:2541:1977_1920x0_80_0_0_8d599d013818c8b60d1b3c6deb27b16a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები
ტოჩინოშინის მარცხი შემოდგომის ბაშოზე - ქართველმა სუმოისტმა ბრაზილიელთან წააგო
ლევან გორგაძე შემოდგომის ბაშოს მეშვიდე დღეს ბრაზილიელ მეტოქესთან იორიკირის ილეთით დამარცხდა და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუარესა.
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის მეშვიდე დღეს დამარცხდა.
ტოჩინოშინი დღეს მე-14 მაეგაშირა ბრაზილიელ სუმოისტ კაისეის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
პირველი შეტაკების შემდეგ სუმოისტებმა ქამრებში ჩავლება მოახერხეს, რის შემდეგაც ბრძოლა დაახლოებით 25 წამი გაგრძელდა. საბოლოოდ ბრაზილიელმა ტოჩინოშინის დოჰიოდან გადაყვანა შეძლო და შემოდგომის ბაშოზე საკუთარი ბალანსი გაიუმჯობესა (3:4).
აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძის ანგარიშზე შვიდი საჭიდაო დღის შემდეგ ორი გამარჯვება და ხუთი მარცხია. ქართველი სუმოისტი შემდეგ ორთაბრძოლას მე-15 მაეგაშირა იჩიამამოტოსთან გამართავს, რომელსაც მსგავსად ქართველი სუმოისტისა ორი მოგება და ხუთი მარცხი აქვს მოგროვებული.