https://sputnik-georgia.com/20210923/sexvedrebipartniorebtan-arcevnebis-win-ra-ganixila-opoziciam-dipkorpustan-259845408.html
შეხვედრები პარტნიორებთან არჩევნების წინ: რა განიხილა ოპოზიციამ დიპლომატიურ კორპუსთან
შეხვედრები პარტნიორებთან არჩევნების წინ: რა განიხილა ოპოზიციამ დიპლომატიურ კორპუსთან
Sputnik საქართველო
პარტიების წარმომადგენლებმა ელჩებს გაუზიარეს წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ხედვები და მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. 23.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-23T21:21+0400
2021-09-23T21:21+0400
2021-09-29T11:32+0400
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
არჩევნები 2021
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251638142_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_da805782c6a6b511f410931fbfbd6104.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ადგილობრივ არჩევნებამდე რვა დღით ადრე პარტიების წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა და კენჭისყრის წინა დღეებში არსებული სიტუაცია განიხილეს.შეხვედრები გაიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით, თითოეული პარტია დასავლელ ელჩებს რიგ-რიგობით შეხვდა.ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ელჩებთან წინასაარჩევნო გარემოზე, მათ შორის პროვოკაციებზე ისაუბრა.ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა ელჩებთან განიხილეს ის სირთულეები, რომლებსაც პარტია წინასაარჩევნო პროცესში გადააწყდა.მისი თქმით, ელჩებმა შეიტყვეს პროვოკაციის შესახებ, რომელსაც მმართველი პარტია გიორგი გახარიას უმზადებდა ნარკოტესტთან დაკავშირებით, ასევე მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ.ელჩებთან შეხვედრაზე ნეგატიურად შეაფასა წინასაარჩევნო კამპანია „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემაც, რომელიც ამ არჩევნებზე გაერთიანება „მესამე ძალას“ წარმოადგენს.ამასთან მან აღნიშნა, რომ ელჩებთან საუბრის შემდეგ შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ელჩები ემხრობიან ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, თუ მმართველი პარტია ამომრჩეველთა ხმების 43%-ზე ნაკლებს აიღებს.რაც შეეხება მმართველ პარტიას, ელჩებთან შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათ ელჩებს გააცნეს საკუთარი ხედვა წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით და რომ დაისვა რამდენიმე კითხვა, რომლებიც ეხებოდა საარჩევნო გარემოს.საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
https://sputnik-georgia.com/20210923/ra-sakitxebi-ganixiles-evrokavshiris-elchebma-kobaxizestan-259841665.html
https://sputnik-georgia.com/20210923/nervebis-dugili-melia-da-kobaxidze-aqtivistebma-gaashveles-259838342.html
https://sputnik-georgia.com/20210921/dmanisshi-opoziciis-aqtivistebi-dachres-259778164.html
https://sputnik-georgia.com/20210921/tbilisis-merobis-kandidatebis-debatebi-skandalit-daiwyo-259783684.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251638142_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_b70f02c69ef6ace474e8ffc9ab4315df.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში
შეხვედრები პარტნიორებთან არჩევნების წინ: რა განიხილა ოპოზიციამ დიპლომატიურ კორპუსთან
21:21 23.09.2021 (განახლებულია: 11:32 29.09.2021) პარტიების წარმომადგენლებმა ელჩებს გაუზიარეს წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ხედვები და მათ ხელთ არსებული ინფორმაცია.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ადგილობრივ არჩევნებამდე რვა დღით ადრე პარტიების წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა და კენჭისყრის წინა დღეებში არსებული სიტუაცია განიხილეს.
შეხვედრები გაიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით, თითოეული პარტია დასავლელ ელჩებს რიგ-რიგობით შეხვდა.
23 სექტემბერი 2021, 18:37
ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ელჩებთან წინასაარჩევნო გარემოზე, მათ შორის პროვოკაციებზე ისაუბრა.
„ყველამ ძალიან კარგად დაინახა, განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების ელჩებმა, რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. მათი უმორჩილესი თხოვნა იყო, რომ ჩვენ არ წამოვგებულიყავით პროვოკაციაზე, რომელსაც რეჟიმი აწყობს“, – განაცხადა მელიამ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა ელჩებთან განიხილეს ის სირთულეები, რომლებსაც პარტია წინასაარჩევნო პროცესში გადააწყდა.
23 სექტემბერი 2021, 16:33
„მმართველი პარტიის მხრიდან სიძულვილის ენის მოწონებამ და წახალისებამ კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს და ეს, პირველ რიგში, იქნება, რა თქმა უნდა, „ოცნების“ პასუხისმგებლობა. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ელჩებთან, ხაზი გავუსვით და აბსოლუტურად დეტალურად მოვუყევით ყველა იმ მუქარისა და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის შესახებ, რაც ჩვენი პარტიის მიმართ ხორციელდება“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ნათია მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, ელჩებმა შეიტყვეს პროვოკაციის შესახებ, რომელსაც მმართველი პარტია გიორგი გახარიას უმზადებდა ნარკოტესტთან დაკავშირებით, ასევე მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ.
21 სექტემბერი 2021, 18:20
ელჩებთან შეხვედრაზე ნეგატიურად შეაფასა წინასაარჩევნო კამპანია „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემაც, რომელიც ამ არჩევნებზე გაერთიანება „მესამე ძალას“ წარმოადგენს.
„ამ შეხვედრაზე საუბარი იყო სწორედ ამ საკითხებზე – ძალადობრივი გარემო, დაპირისპირება, ზიზღი, სიძულვილი და დაშინება. უკვე არაერთი შუალედური ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც ფაქტები არის მოყვანილი, განსხვავებული აზრის და საარჩევნო კამპანიაში ჩართულობის გამო როგორ აშანტაჟებენ, სამსახურიდან უშვებენ და სჯიან ადამიანებს. ეს არის დაუშვებელი და კარგს არაფერს მოუტანს ჩვენს ქვეყანას“, – დაასახელა სამნიძემ ელჩებთან საუბრის მთავარი თემა.
21 სექტემბერი 2021, 22:47
ამასთან მან აღნიშნა, რომ ელჩებთან საუბრის შემდეგ შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ელჩები ემხრობიან ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, თუ მმართველი პარტია ამომრჩეველთა ხმების 43%-ზე ნაკლებს აიღებს.
რაც შეეხება მმართველ პარტიას, ელჩებთან შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათ ელჩებს გააცნეს საკუთარი ხედვა წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით და რომ დაისვა რამდენიმე კითხვა, რომლებიც ეხებოდა საარჩევნო გარემოს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.