https://sputnik-georgia.com/20210923/melia-vs-kobaxize-cxare-konfliqtis-semdeg-mxareebma-komentarebi-gaaketes-259848624.html
მელია vs კობახიძე: ცხარე კონფლიქტის შემდეგ მხარეებმა კომენტარები გააკეთეს
მელია vs კობახიძე: ცხარე კონფლიქტის შემდეგ მხარეებმა კომენტარები გააკეთეს
Sputnik საქართველო
ადგილობრივი არჩევნების წინ „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს სიტუაციის ესკალაციაში ადანაშაულებენ 23.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-23T23:32+0400
2021-09-23T23:32+0400
2021-09-24T00:12+0400
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259847860_0:0:3523:1983_1920x0_80_0_0_fb675ef278c0db83d09ef5ff7ad07dff.jpg
თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ორი ყველაზე მსხვილი პარტიის თავმჯდომარეებს - ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის მწვავე დაპირისპირების შემდეგ, რომელსაც გინებისა და შეურაცხყოფის გარეშე არ ჩაუვლია, მხარეებმა ბრიფინგებზე ერთმანეთი პროვოკაციაში დაადანაშაულეს.ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ პოლიტიკოსებს შორის კონფლიქტი დმანისში „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის ახლახან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებას მოჰყვა. დმანისში „ნაცმოძრაობის“ ორი მხარდამჭერი მასობრივი ჩხუბის შემდეგ ცივი იარაღით მიყენებული მძიმე ჭრილობებით კლინიკაში გადაიყვანეს.კონფლიქტი წამოიწყო მელიამ, რომელიც შეურაცხყოფილი დარჩა იმის გამო, რომ კობახიძე და მისი თანაპარტიელები „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებენ, თითქოს მათ თავად დაჭრეს საკუთარი მომხრეები.მელიამ კობახიძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. კობახიძემ თავი ვერ შეიკავა და შეაგინა მელიას, კონფლიქტი არ გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში მხოლოდ პოლიტიკური მეტოქეების გარემოცვის წყალობით. კობახიძე მანქანაში ჩაჯდა და წავიდა, მაგრამ მოგვიანებით ბრიფინგზე მელია პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.ამასთან, კობახიძემ საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადა გინების გამო, რომელიც მან მელიასთან დაპირისპირებისას დაუშვა.საპასუხო ბრიფინგი გამართა მელიამაც, რომელმაც კობახიძეს ქმედებებს „ქართული ოცნების“ აგონია უწოდა.ამასთან მან აღნიშნა, რომ არასდროს არ შეეგუება ძალადობას, უსამართლობას და „ქართულ ოცნებას“.მან აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობა“ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე გამარჯვების საშუალებას.„ყველა უბანს დავიცავთ და ყველა შემაჯამებელ საარჩევნო ოქმს გამოვიტანთ ხელუხლებელს. საქართველო, ქართველი ადამიანი, ერი მისი ამაყი და პატიოსანი გამარჯვებას იზეიმებს მოძალადეებზე, ეს არის ის, რაც მოხდება 2 ოქტომბერს. 2 ოქტომბერს დაიწერება საქართველოს ისტორია“, - განაცხადა მელიამ.ამასთან, სხვა პოლიტიკოსებმა ნეგატიურად შეაფასეს ორი ყველაზე მსხვილი პარტიის ლიდერებს შორის მომხდარი კონფლიქტი.„ევროკავშირის დელეგაციის წინ რომ ასეთი რამ ხდება, და ზოგადად, ქვეყანაში რომ ასეთი რამ ხდება, კატასტროფაა, ძალიან ცუდია, საძაგლობაა“, - განაცხადა „მესამე ძალის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი კიდევ უფრო კატეგორიული იყო.„შეუძლებელია იმ ცირკის მერე, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, თითოეულმა პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსმა არ მოუწოდოს ადამიანებს, რომ მოვიდნენ 2 ოქტომბრის არჩევნებზე და რატომ? – ამ ბატონების მარტო დატოვება არ შეიძლება. რაც მთავარია ეს ქაოსი და უპასუხისმგებლობაა, რაც დღეს ვიხილეთ – ერთმანეთის მიმართ კი არა, მოქალაქის მიმართ“, - განაცხადა გახარიამ.საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ 8 დღე რჩება. უკვე 2 ოქტომბერს მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
https://sputnik-georgia.com/20210923/nervebis-dugili-melia-da-kobaxidze-aqtivistebma-gaashveles-259838342.html
https://sputnik-georgia.com/20210923/dmanissi-0nacmozraobis-aqtivistrbis-dawra-or-pirs-brali-wauyenes-259846690.html
https://sputnik-georgia.com/20210923/sexvedrebipartniorebtan-arcevnebis-win-ra-ganixila-opoziciam-dipkorpustan-259845408.html
https://sputnik-georgia.com/20210920/qutaissi-mamuka-mdinarazesa-da-irakli-kobaxizes-opoziciis-warmomadgenlebi-daupirispirdnen-259753422.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259847860_388:0:3119:2048_1920x0_80_0_0_100e795d8e0d314df80eaca527908faa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
მელია vs კობახიძე: ცხარე კონფლიქტის შემდეგ მხარეებმა კომენტარები გააკეთეს
23:32 23.09.2021 (განახლებულია: 00:12 24.09.2021) ადგილობრივი არჩევნების წინ „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს სიტუაციის ესკალაციაში ადანაშაულებენ
თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ორი ყველაზე მსხვილი პარტიის თავმჯდომარეებს - ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის მწვავე დაპირისპირების შემდეგ, რომელსაც გინებისა და შეურაცხყოფის გარეშე არ ჩაუვლია, მხარეებმა ბრიფინგებზე ერთმანეთი პროვოკაციაში დაადანაშაულეს.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ პოლიტიკოსებს შორის კონფლიქტი დმანისში „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის ახლახან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებას მოჰყვა. დმანისში „ნაცმოძრაობის“ ორი მხარდამჭერი მასობრივი ჩხუბის შემდეგ ცივი იარაღით მიყენებული მძიმე ჭრილობებით კლინიკაში გადაიყვანეს.
კონფლიქტი წამოიწყო მელიამ, რომელიც შეურაცხყოფილი დარჩა იმის გამო, რომ კობახიძე და მისი თანაპარტიელები „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებენ, თითქოს მათ თავად დაჭრეს საკუთარი მომხრეები.
23 სექტემბერი 2021, 16:33
მელიამ კობახიძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. კობახიძემ თავი ვერ შეიკავა და შეაგინა მელიას, კონფლიქტი არ გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში მხოლოდ პოლიტიკური მეტოქეების გარემოცვის წყალობით. კობახიძე მანქანაში ჩაჯდა და წავიდა, მაგრამ მოგვიანებით ბრიფინგზე მელია პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.
„ჩვენ გასული დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ვსაუბრობდით იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებში იგეგმებოდა მძიმე პროვოკაციები წინასაარჩევნო გარემოს ხელოვნურად გასაუარესებლად. ამის მაგალითები ვიხილეთ ქარელში, დმანისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში გასული რამდენიმე დღის განმავლობაში. დღევანდელი ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ რაც მოხდა აღნიშნულ ოთხ მუნიციპალიტეტში, არ იყო სპონტანური პროვოკაციები და მათ უკან „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა იდგა“, - განაცხადა კობახიძემ.
23 სექტემბერი 2021, 22:30
ამასთან, კობახიძემ საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადა გინების გამო, რომელიც მან მელიასთან დაპირისპირებისას დაუშვა.
საპასუხო ბრიფინგი გამართა მელიამაც, რომელმაც კობახიძეს ქმედებებს „ქართული ოცნების“ აგონია უწოდა.
„დღეს ყველამ კარგად დავინახეთ, რაზე დგას ხელისუფლება, დავინახეთ ის ადამიანები, ვისზეც დგას წლების განმავლობაში ეს ხელისუფლება. ზონდერებზე დგას და ვერც ერთ მართალ ადამიანს კრიმინალებითა და ზონდერებით ხელს ვერ ააღებინებთ მართალი საქმისგან. რადგან ვართ მართლები და მორალური უპირატესობა გადავდოთ გვერდით - სიმართლეა ჩვენს მხარეს“, - განაცხადა მელიამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ არასდროს არ შეეგუება ძალადობას, უსამართლობას და „ქართულ ოცნებას“.
მან აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობა“ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე გამარჯვების საშუალებას.
„ყველა უბანს დავიცავთ და ყველა შემაჯამებელ საარჩევნო ოქმს გამოვიტანთ ხელუხლებელს. საქართველო, ქართველი ადამიანი, ერი მისი ამაყი და პატიოსანი გამარჯვებას იზეიმებს მოძალადეებზე, ეს არის ის, რაც მოხდება 2 ოქტომბერს. 2 ოქტომბერს დაიწერება საქართველოს ისტორია“, - განაცხადა მელიამ.
23 სექტემბერი 2021, 21:21
ამასთან, სხვა პოლიტიკოსებმა ნეგატიურად შეაფასეს ორი ყველაზე მსხვილი პარტიის ლიდერებს შორის მომხდარი კონფლიქტი.
„ევროკავშირის დელეგაციის წინ რომ ასეთი რამ ხდება, და ზოგადად, ქვეყანაში რომ ასეთი რამ ხდება, კატასტროფაა, ძალიან ცუდია, საძაგლობაა“, - განაცხადა „მესამე ძალის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი კიდევ უფრო კატეგორიული იყო.
20 სექტემბერი 2021, 23:10
„შეუძლებელია იმ ცირკის მერე, რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, თითოეულმა პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსმა არ მოუწოდოს ადამიანებს, რომ მოვიდნენ 2 ოქტომბრის არჩევნებზე და რატომ? – ამ ბატონების მარტო დატოვება არ შეიძლება. რაც მთავარია ეს ქაოსი და უპასუხისმგებლობაა, რაც დღეს ვიხილეთ – ერთმანეთის მიმართ კი არა, მოქალაქის მიმართ“, - განაცხადა გახარიამ.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ 8 დღე რჩება. უკვე 2 ოქტომბერს მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.