„ჰეროინი“, „ამფეტამინი“ – თბილისში 40 წლის მამაკაცი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
გამოწერა
მამაკაცს, რომელიც წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 40 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო „ჰეროინის“ შემცველი 164 გრამი ნარკოტიკული საშუალება და „ამფეტამინის“ შემცველი 83 გრამი ნარკოტიკი.
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2021
თბილისში ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
მამაკაცს, რომელიც წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვისაც წარსულში აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული უკვე აქვს ჩადენილი.
ყველა ახალი ამბავი
0