ახალგაზრდა ქართველი ძალოსნები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ

© Pixabay / Arcaionბოდიბილდინგი
ბოდიბილდინგი - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
გამოწერა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების პირველი ნაწილი ფინეთში უკვე გაემგზავრა, გუნდს სპორტსმენების მეორე ნაწილი მთავარ მწვრთნელ გიორგი ასანიძესთან ერთად რამდენიმე დღეში შეუერთდება.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები ფინეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, იუწყება საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია.
ფედერაციის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველი ძალოსნების პირველი ნაწილი ფინეთში უკვე გაემგზავრა. კონტინენტის პირველობაზე სპორტსმენების ნაწილს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მალხაზ ლომთაძე გაჰყვა. გუნდს ახლავს ასევე ძალოსანთა ექიმი გიორგი ჭინჭარაული და გენერალური მდივანი რუსუდან მურადაშვილი.
ფინეთში ძალოსანთა ნაკრებს სპორტსმენების მეორე ნაწილი 23-წლამდელთა მთავარ მწვრთნელთან გიორგი ასანიძესთან ერთად რამდენიმე დღეში შეუერთდება.
ნათია გადელია - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
ძალოსნობა: მორიგი ოქროს მედალი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
20-წლამდელები
55 კგ – ბაჩუკი შამილიშვილი
67 კგ – გურამ გიორბელიძე
73 კგ – არჩილ მალაყმაძე
81 კგ – ედუარდ კაკაბაძე
89 კგ – ლომია თებიძე
102 კგ – ზაზა ლომთაძე, ვანო ქაზუმაშვილი
109 კგ – აკაკი ტალახაძე
23-წლამდელები
73 კგ – კახი ასანიძე
89 კგ – რეზი დავითაძე, ირაკლი გობეჯიშვილი
102 კგ – ირაკლი ჩხეიძე
ფინეთი 20 და 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს 24 სექტემბრიდან უმასპინძლებს.
ყველა ახალი ამბავი
0