ტოჩინოშინმა კვლავ მოიგო – ქართველი სუმოისტი დადებითი ბალანსისთვის იბრძვის

© AFP / BEHROUZ MEHRIლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
გამოწერა
ტოჩინოშინმა შემოდგომის ბაშოს მე-11 საჭიდაო დღეს 35 წლის ვეტერანი იაპონელი ტოკუშორიუ იორიკირის ილეთით დაამარცხა. ქართველი სუმოისტი ხვალ ჩიიონოკუნის შეხვდება.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა შემოდგომის სუპერტურნირზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
33 წლის ტოჩინოშინი, რომელიც მიმდინარე ბაშოზე მე-12 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, დასავლეთის მე-16 მაეგაშირა ტოკუშორიუს გაეჯიბრა. ქართველმა სუმოისტმა 35 წლის იაპონელი იორიკირის ილეთით დაამარცხა. ტოჩინოშინმა შეჯახების შემდეგ უპირატესობა მალევე მოიპოვა და ვეტერანი იაპონელი დოჰიოდან გადაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძისთვის ეს ზედიზედ მესამე გამარჯვებაა. შედეგად – ახლა ქართველი სუმოისტის ანგარიშზე ხუთი გამარჯვება და ექვსი მარცხია. დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ტოჩინოშინს დარჩენილი ოთხი შეხვედრიდან მინიმუმ სამი გამარჯვება სჭირდება.
ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2021
ტოჩინოშინის მარცხი შემოდგომის ბაშოზე - ქართველმა სუმოისტმა ბრაზილიელთან წააგო
გორგაძე მორიგ დაპირისპირებას აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირა ჩიიონოკუნისთან გამართავს. სტატისტიკის გათვალისწინებით ჩიიონოკუნი ქართველი სუმოისტისთვის უხერხული მეტოქე ნამდვილად არ არის. ტოჩინოშინი მასთან ცხრა ურთიერთშეხვედრიდან რვა შემთხვევაში გამარჯვებული დარჩა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური