საქართველოში პირველად 134-ტონიანი ისტორიული ძეგლი გადაიტანეს

© Facebook / Sakdrisi Committeeაბულმუგის აბანო
აბულმუგის აბანო - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
გამოწერა
რადგან აბანო მდებარეობდა სამთო-მომპოვებელი კომპანია RMG-ს საწარმოო ზონაში, ფირმამ ყველა სამუშაო სრულად დააფინანსა.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში პირველად მოხდა ისტორიული ძეგლის ტრანსპორტირების ფაქტი – 134-ტონიანი „აბულმუგის“ სპარსული აბანო უფრო უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიტანეს, ნათქვამია „საყდრისის კომიტეტის“ Facebook-გვერდზე.
„აბულმუგის“ აბანო დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ის XVII-XVIII საუკუნის სპარსულ ნაგებობას წარმოადგენს. აბანო არქეოლოგიური გათხრების დროს 1977 წელს ისტორიული დასახლება აბულმუგის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. გათხრების დროს ნაპოვნია დედოფალ რუსუდანის მონეტა, ასევე მომინაქრებული კერამიკის ფრაგმენტები, რომლებიც ეროვნულ მუზეუმში ინახება.
მაჭახელას ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2021
მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფელი“ შენდება
პირველი გამაგრებითი სამუშაოები 1970-იან წლებში ჩატარდა, თუმცა 2018 წლისთვის მისი მდგომარეობა კვლავ საგანგაშო იყო.
„საყდრისის კომიტეტი აბულმუგის აბანოს იცავს 2014 წლიდან. აქტივისტების მოთხოვნით ძეგლის სასწრაფო გამაგრებითი სამუშაოები 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა. 2020 წლის აგვისტოში, საყდრისის კომიტეტის მოთხოვნით, აბანოზე დაიწყო გაწმენდის და არქეოლოგიური სამუშაოები. ამავდროულად კომიტეტსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის გაიმართა კონსულტაციები შესაბამისი სპეციალისტების მიერ ძეგლის მდგომარეობის დროული შეფასების მიზნით და ძეგლის შემდგომი შენარჩუნებისთვის ეფექტური ღონისძიებების დასაგეგმად", – ნათქვამია განცხადებაში.
კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ძეგლთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიების მიუხედავად, მისი მდგომარეობა სავალალო დარჩა. გეოლოგიურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ძეგლს საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ მისი სიძველისა და მცენარეული საფარის, არამედ გეოლოგიური პროცესების გამოც, რომლებიც ძეგლის ტერიტორიაზე ხდება.
2020 წლის ოქტომბერში „საყდრისის კომიტეტის“ მოთხოვნით განახლდა კონსულტაციები ძეგლის შესანარჩუნებლად კიდევ უფრო ეფექტური, მათ შორის, რადიკალური მეთოდების გამონახვაზე. ვინაიდან აბანო განლაგებულია სამთო-მომპოვებელი კომპანია RMG-ს საწარმოო ზონაში, კომპანიამ სრულად დააფინანსა კომიტეტის მოთხოვნით 2018-2020 წლებში ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები.
ძეგლის დაცული ტერიტორია შემოიღობა, ასევე დამონტაჟდა სათვალთვალო კამერა, რომელიც მუდმივად ჩართული იყო.

2021 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის სავალალო მდგომარეობის გამო მის გადასარჩენად ძეგლის გადატანის შესაძლებლობა დაუშვა. „საყდრისის კომიტეტის“ პრინციპული თხოვნა იყო – შეენარჩუნებინათ ძეგლის აუთენტურობა, გადაეტანათ მთლიანად, დაშლის გარეშე, რაც საქართველოსთვის უპრეცედენტო მოვლენაა.

2021 წლის 18-19 აგვისტოს კულტურული მემკვიდრეობის 134-ტონიანი ძეგლის – „აბულმუგის“ სპარსული აბანოს ახალ, უსაფრთხო ტერიტორიაზე გადატანა წარმატებით დასრულდა. შერჩეული ადგილი და მისი ლანდშაფტი სრულად მორგებულია ძეგლზე, ახალ გარემოში ძეგლის შინაარსი და ხასიათი არ დარღვეულა. ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე უნდა მოეწყოს, რისთვისაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. კომიტეტში აღნიშნავენ, რომ ეს ადგილი უფრო მიმზიდველი გახდება დამთვალიერებლებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0