მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთში COVID-19-ის მკურნალობის რეკომენდაციები შეცვალეს

© photo: Sputnik / Ilya Pitalevმედიკოსები
მედიკოსები - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
გამოწერა
დოკუმენტი მომზადებულია წამყვანი რუსი ექსპერტების მიერ მოპოვებული სამეცნიერო მონაცემების გათვალისწინებით.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. რუსეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მკურნალობისა პროფილაქტიკის მეთოდური რეკომენდაციების ახალი, მე-12 ვერსია დაამტკიცეს, იუწყება РИА Новости ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
დოკუმენტი მოამზადეს წამყვანმა რუსმა ექსპერტებმა დაგროვილი მეცნიერული მონაცემების გათვალისწინებით. ყოველ ვერსიაზე მუშაობდა ჯგუფი, რომელიც 100-ზე მეტი ადამიანისგან იყო დაკომპლექტებული.
რეკომენდაციების მე-12 ვერსიაში განახლებულია COVID-19-ის სხივური და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საკითხები, ასევე მკურნალობის, მათ შორის, ორსულთა მკურნალობის ტაქტიკა.
გაჩნდა ახალი თავიც – „ანტიმიკოტური თერაპია“. აქ საუბარია კოვიდ-პაციენტებში ინვაზიური ასპერგილოზისა და ინვაზიური კანდიდოზის მკურნალობის თავისებურებებზე.
„პათოგენური მკურნალობის“ თავი მთლიანად გადაამუშავეს დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით – დააზუსტეს გენური ინჟინერიის ბიოლოგიური პრეპარატების დანიშვნის კრიტერიუმები და ვადები, დაამატეს ინფორმაცია წამლების შესაძლო კომბინაციების შესახებ.
რუსული ვაქცინა Спутник V - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
მეცნიერებმა „დელტას“ წინააღმდეგ „სპუტნიკ V“-ს მაღალი ეფექტურობა დაამტკიცეს
კერძოდ, რეკომენდაციებში შეიტანეს პრეპარატი ბუდესონიდი – პაციენტებისთვის, რომელთაც დაავადების მსუბუქი ფორმა აქვთ. საშუალო და მძიმე ფორმების შემთხვევაში კი სპეციალისტები იანუს-კინაზის ინჰიბიტორების (ბარიციტინიბი და ტოფაციტინიბი) გამოყენებას ანიჭებენ უპირატესობას.
გარდა ამისა, ახალ ვერსიაში გადაამუშავეს საშუალო და მძიმე პაციენტების მკურნალობის მეთოდიკა უფრო ეფექტური მიდგომის სასარგებლოდ – პრეპარატი რემდესივირი და ადამიანის იმუნოგლობულინი COVID-19-ის საწინააღმდეგოდ. ამასთან, რისკის ფაქტორის მქონე პაციენტებისთვის, რომელთაც ვირუსი მსუბუქი ფორმით აქვთ, სქემიდან გამორიცხეს უმიფენოვირი.
რეკომენდაციების იმ ნაწილში, რომელიც გადაუდებელი მდგომარეობის თერაპიას ეხება, შეიტანეს ინფორმაცია ჟანგბადის რაციონალური გამოყენების შესახებ ავადმყოფთა რესპირატორული მკურნალობისას. განაახლეს კორონავირუსული ინფექციის სპეციფიკური პროფილაქტიკის თავიც და შეიტანეს ცნობები ორსულთა შორის ვაქცინით პროფილაქტიკის მიმართ ჩვენებების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0