„საქართველო ბრილიანტია“: რატომ უნდა ნიგერიელ კანდიდატს თბილისის მერობა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
გამოწერა
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში თბილისის მერობის კანდიდატების დებატები გაიმართა.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერობის ნიგერიელმა კანდიდატმა პარტიიდან „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუმ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ სურს გახდეს თბილისის მერი.
„პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში თბილისის მერობის კანდიდატების დებატები გაიმართა. არხზე 16-ვე კანდიდატი მივიდა. კანდიდატებმა ჯერ თავი წარადგინეს, ხოლო შემდეგ წამყვანისა და ერთმანეთის კითხვებს უპასუხეს.
ბიზნესმენი და თეოლოგი ოგბანუჯუ საქართველოს მოქალაქეა, აქ ჰყავს ოჯახი, სამი შვილი. საქართველოში ის მშობლების გარდაცვალების შემდეგ ჩამოვიდა.
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
თბილისის მერობის კანდიდატების დებატები სკანდალით დაიწყო
სოციალურ ქსელში გავრცელებული მონაცემებით, ოგბუნუჯუ თეოლოგია, დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, იცის რამდენიმე უცხოური ენა და მუშაობს ქართველებსა და აფრიკელებს შორის მეგობრული კავშირების გაფართოებაზე.
„26 წელია მე აქ ვარ და იგივე სისტემაა, იგივე ჩხუბებია, არავინ არ უთმობს ყურადღებას მოსახლეობას. აქ ხალხი გაჭირვებულია, ხალხი მშიერია. მესმის, ლაპარაკობთ, რომ საქართველო ევროპაა, რომელ ევროპელობაზე ვლაპარაკობთ... ევროპის რომელ მოქალაქეს არ აქვს საჭმელი და არ აქვს მომავლის იმედი?!. ჩვენ უნდა შევქმნათ ინოვაციური პროექტები, ინფორმატიკა-ტექნოლოგიები. საქართველოს სჭირდება დაასაქმოს თავისი მოქალაქეები“, – განაცხადა ოგბუნუჯუმ დებატების დროს.
არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ  - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2021
ნიგერიის ერთ-ერთი კუთხის მეფე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს
მან ასევე ისაუბრა, რომ მისმა პარტიამ ბევრი პროგრამა მოამზადა ქალაქის განვითარებისთვის. მათ შორის ერთ-ერთია ინოვაციების პროგრამა – სტუდენტების გაგზავნა ევროპაში გაცვლით, რათა შემდეგ ისინი დაბრუნდნენ და მომდევნო ახალგაზრდა თაობას ასწავლონ, აღნიშნა ოგბუნუჯუმ.
მისი თქმით, საქართველო ბრილიანტია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების, მათ შორის, თბილისის მერის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0