ეკონომიკის სამინისტრო: ქართული მხარე ENKA-სთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliნამახვანჰესის მშენებლობა
ნამახვანჰესის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
გამოწერა
როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება კომუნიკაცია ENKA-სთან და იმედოვნებენ, რომ შედეგი ყველასთვის სასურველი იქნება.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს იმედი აქვს, რომ მედიაციის პროცესი კომპანია ENKA Renewables-თან პოზიციების დაახლოებითა და, რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, თურქულმა კომპანია ENKA Renewables-მა საქართველოს მთავრობასთან „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის შესახებ კონტრაქტი გაწყვიტა. კომპანია ENKA Renewables-მა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პროექტიდან შესაძლო გასვლის შესახებ ერთი თვით ადრე აცნობა.
ჰესის მოწინააღმდეგეების აქცია. ვარლამ გოლეთიანი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
„ნამახვანჰესი“ არ იქნება? – თურქულმა კომპანიამ საქართველოსთან კონტრაქტი გაწყვიტა
„მთავრობის მხრიდან კეთდება ყველაფერი, რათა მოიხსნას კითხვები პროექტის შესახებ, მეტიც, ამისათვის მივმართეთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ მედიატორს – ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოს და მასში ჩართვის მიზნით მოვიწვიეთ ნამახვანის პროექტით დაინტერესებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ჯგუფი“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროში იმედოვნებენ, რომ პროცესი პოზიციების დაახლოებით და საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროექტი არის კომპლექსური და, ამდენად, ინვესტორები მსგავსი პროექტის განხორციელებისას არაერთ სირთულეს აწყდებიან. თუმცა ისიც ცხადია, რომ პროექტი არ არის მარტივი, მას აქვს ეკოლოგიური, სოციალური და ტექნიკური ხასიათის გამოწვევები. ამდენად, როგორც მთავრობის, ასევე ინვესტორის ვალდებულებაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში პროექტში შემავალი ცალკეული მახასიათებლების ხელახალი შესწავლა გაიმართოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება კომუნიკაცია ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი, ასევე ზოგადად ნებისმიერი ინვესტორის ინტერესი, ამიტომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და, რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ინვესტიციების მოზიდვა ენერგეტიკის სფეროში გაგრძელდება.
„საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით გაგრძელდეს ინვესტიციების მოზიდვა, რათა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და, რაც მთავარია, ენერგეტიკული უსაფრთხოება სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ვარლამ გოლეთიანი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
„რიონის ხეობის მცველები" საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტენ
როგორც ENKA İNSAAT-ში აცხადებენ, შეთანხმების გაწყვეტის მიზეზი კონტრაქტის პირობების და გარემოებების დარღვევაა.
პროექტის ღირებულება 800 მლნ დოლარად არის შეფასებული.
საზოგადოებრივი პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ იმერეთის რეგიონში ათ თვეზე მეტია გრძელდება. ჰესის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ პროექტი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს რეგიონის ეკოლოგიას. ისინი კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვდნენ.
საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობის აგება ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიაზე იგეგმებოდა.
„ნამახვანჰესი“ ორი ჰესის კასკადისგან შედგება: ერთის ფართობი 1 კვ.კმ-ია, მეორის – 5,1 კვ.კმ. კასკადის მეშვეობით დარეგულირდება წყლის დონე, რათა ხეობაში თავიდან იქნეს აცილებული წყალდიდობა.
პროექტი დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოების 15%-ით გაზრდას ითვალისწინებდა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური