„საერთაშორისო დღე ავტომობილების გარეშე" – 22 სექტემბერს კვირეული მთავრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliველოსპორტი
ველოსპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
გამოწერა
კვირეულის მთავარი მოწოდება ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. მსოფლიო დღე ავტომობილის გარეშე – World Carfree Day ოთხშაბათს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იმართება.
ეს საერთაშორისო დონის სიმბოლური აქციაა, რომელიც საზოგადოებას გადაჭარბებული ავტომობილიზაციით ბუნებისთვის და ადამიანისთვის მიყენებულ ზიანს ახსენებს და გადაადგილების ალტერნატიულ შესაძლებლობებს აჩვენებს.
„მობილობის ევროპული კვირეული“, ტრადიციულად, ყოველი წლის 16 სექტემბერს იწყება და მთავრდება 22 სექტემბერს, როდესაც აღინიშნება საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე. ღონისძიებაში მსოფლიოს ის ქვეყნები მონაწილეობენ, რომელთა სატრანსპორტო პოლიტიკა ეკომეგობრული, მობილობის სტაბილური განვითარებისკენაა მიმართული.
თბილისი ავტომობილების გარეშე – აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2021
მეტი სუფთა ჰაერი: თბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ უერთდება
წელს კვირეულში 44 ქვეყნის 2.136 ქალაქი იღებს მონაწილეობას, მათ შორის: ზალცბურგი, ბრიუსელი, პრაღა, კოპენჰაგენი, ჰელსინკი, ჰამბურგი, ბუდაპეშტი, დუბლინი, რომი, ლისაბონი, ბარსელონა, სტოკჰოლმი და ა.შ.
ღონისძიების ბოლო დღის მთავარი მოწოდებაა – მოქალაქეებმა ერთი დღით უარი თქვან თავიანთ ავტომობილებზე და ისარგებლონ ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებებით: საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედით ან იარონ ფეხით.
„მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში დედაქალაქში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. 18–19 სექტემბერს თბილისში მიცკევიჩის ქუჩაზე, პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, სადაც ღია გამოფენა-გაყიდვისთვის სპეციალური სივრცე იყო გამოყოფილი.
18 სექტემბერს ასევე გაიმართა ველომსმვლელობა დიდი დიღმიდან (ამერიკის საელჩოს ტერიტორია) ზაარბრიუკენის მოედნამდე.
2002 წლიდან ევროპის ბევრი ქალაქი სექტემბერში აღნიშნავს მობილობის ევროპულ კვირეულს. კამპანია წარმოადგენს შესაძლებლობას ქალაქებისთვის – მოსახლეობას წარუდგინონ მობილობის ალტერნატივები და ახსნან, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქალაქი. კვირეულის ფარგლებში წარმოადგენენ ახალ სატრანსპორტო ღონისძიებებს და ავრცელებენ ინფორმაციას მომხდარ და დაგეგმილ ცვლილებებზე.
ყველა ახალი ამბავი
0