https://sputnik-georgia.com/20210915/tbilisi-mobilobis-evropul-kvireuls-uertdeba-259622102.html
მეტი სუფთა ჰაერი: თბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ უერთდება
მეტი სუფთა ჰაერი: თბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ უერთდება
Sputnik საქართველო
კვირეულის მთავარი მოწოდება ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირება, ხოლო ველომსვლელობის მიზანი – ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა. 15.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-15T18:40+0400
2021-09-15T18:40+0400
2021-09-17T00:36+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
თბილისის მერია
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24834/38/248343890_0:135:3000:1823_1920x0_80_0_0_20c390042cba29d3ba56fed8a9170b44.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. თბილისში „მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში ველომსვლელობა გაიმართება, იუწყება თბილისის მერია.„მობილობის ევროპული კვირეული“, ტრადიციულად, ყოველი წლის 16 სექტემბერს იწყება და სრულდება 22 სექტემბერს, როდესაც აღინიშნება საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე. ღონისძიებაში მსოფლიოს ის ქვეყნები მონაწილეობენ, რომელთა სატრანსპორტო პოლიტიკა ეკომეგობრული, მობილობის სტაბილური განვითარებისკენაა მიმართული.წელს კვირეულში 44 ქვეყნის 2.136 ქალაქი იღებს მონაწილეობას. მათ შორის: ზალცბურგი, ბრიუსელი, პრაღა, კოპენჰაგენი, ჰელსინკი, ჰამბურგი, ბუდაპეშტი, დუბლინი, რომი, ლისაბონი, ბარსელონა, სტოკჰოლმი და ა.შ. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. 18-19 სექტემბერს, 13:00-დან 20:00 საათამდე მიცკევიჩის ქუჩაზე, პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. გამოიყოფა სპეციალური სივრცე ღია გამოფენა-გაყიდვისთვის და ფეხით მოსიარულე პირების/უმოტორო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის.18 სექტემბერს, 12:45 საათზე ასევე გაიმართება ველომსმვლელობა დიდი დიღმიდან (ამერიკის საელჩოს ტერიტორია) ზაარბრიუკენის მოედნამდე. 20 სექტემბერს კი დედაქალაქს GEHL Architects-ის ხელმძღვანელი ეწვევა, რომელიც ქალაქის ურბანულ დაგეგმარებასთან დაკავშირებით თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს.ევროპის ბევრი ქალაქი 2002 წლიდან სექტემბერში აღნიშნავს მობილობის ევროპულ კვირეულს. კამპანია წარმოადგენს შესაძლებლობას ქალაქებისთვის – მოსახლეობას წარუდგინონ მობილობის ალტერნატივები და ახსნან, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქალაქი. კვირეულის ფარგლებში წარადგენენ ახალ სატრანსპორტო ღონისძიებებს და ავრცელებენ ინფორმაციას მომხდარ და დაგეგმილ ცვლილებებზე.
https://sputnik-georgia.com/20200922/saertashoriso-dge-avtomobilis-gareshe-22-seqtembers-iwyeba-249517790.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24834/38/248343890_195:0:2806:1958_1920x0_80_0_0_2042516f413b3f110d3cbacdaaad0abd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, თბილისის მერია, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, თბილისის მერია, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
მეტი სუფთა ჰაერი: თბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ უერთდება
18:40 15.09.2021 (განახლებულია: 00:36 17.09.2021) კვირეულის მთავარი მოწოდება ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირება, ხოლო ველომსვლელობის მიზანი – ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. თბილისში „მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში ველომსვლელობა გაიმართება, იუწყება თბილისის მერია.
„მობილობის ევროპული კვირეული“, ტრადიციულად, ყოველი წლის 16 სექტემბერს იწყება და სრულდება 22 სექტემბერს, როდესაც აღინიშნება საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე. ღონისძიებაში მსოფლიოს ის ქვეყნები მონაწილეობენ, რომელთა სატრანსპორტო პოლიტიკა ეკომეგობრული, მობილობის სტაბილური განვითარებისკენაა მიმართული.
წელს კვირეულში 44 ქვეყნის 2.136 ქალაქი იღებს მონაწილეობას. მათ შორის: ზალცბურგი, ბრიუსელი, პრაღა, კოპენჰაგენი, ჰელსინკი, ჰამბურგი, ბუდაპეშტი, დუბლინი, რომი, ლისაბონი, ბარსელონა, სტოკჰოლმი და ა.შ.
22 სექტემბერი 2020, 10:41
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. 18-19 სექტემბერს, 13:00-დან 20:00 საათამდე მიცკევიჩის ქუჩაზე, პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. გამოიყოფა სპეციალური სივრცე ღია გამოფენა-გაყიდვისთვის და ფეხით მოსიარულე პირების/უმოტორო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის.
18 სექტემბერს, 12:45 საათზე ასევე გაიმართება ველომსმვლელობა დიდი დიღმიდან (ამერიკის საელჩოს ტერიტორია) ზაარბრიუკენის მოედნამდე. 20 სექტემბერს კი დედაქალაქს GEHL Architects-ის ხელმძღვანელი ეწვევა, რომელიც ქალაქის ურბანულ დაგეგმარებასთან დაკავშირებით თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს.
ევროპის ბევრი ქალაქი 2002 წლიდან სექტემბერში აღნიშნავს მობილობის ევროპულ კვირეულს. კამპანია წარმოადგენს შესაძლებლობას ქალაქებისთვის – მოსახლეობას წარუდგინონ მობილობის ალტერნატივები და ახსნან, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქალაქი. კვირეულის ფარგლებში წარადგენენ ახალ სატრანსპორტო ღონისძიებებს და ავრცელებენ ინფორმაციას მომხდარ და დაგეგმილ ცვლილებებზე.