„საერთაშორისო დღე ავტომობილების გარეშე" – 22 სექტემბერს კვირეული მთავრდება

© Sputnik / Viktor Kaminskyმშვიდობის ხიდი
მშვიდობის ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირეულის მთავარი მოწოდებაა ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირება, ხოლო ველომსვლელობის მიზანი – ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. მსოფლიო დღე ავტომობილის გარეშე – World Carfree Day სამშაბათს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იმართება.

ეს საერთაშორისო დონის სიმბოლური აქციაა, რომელიც საზოგადოებას გადაჭარბებული ავტომობილიზაციით ბუნებისთვის და ადამიანისთვის მიყენებულ ზიანს ახსენებს და გადაადგილების ალტერნატიულ შესაძლებლობებს აჩვენებს. 

ველომსვლელობა - Sputnik საქართველო
მეტი სუფთა ჰაერი: თბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ შეუერთდა

პირველად Car Free Day 1973 წელს აღინიშნა შვეიცარიაში, როდესაც ხელისუფლებამ, საწვავის კრიზისთან დაკავშირებით, მოუწოდა მოსახლეობას, ოთხი დღე უარი ეთქვათ მანქანებით მოძრაობაზე. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ამ დღესთან დაკავშირებით ცალკეული აქციები 1997 წლამდე ტარდებოდა, როცა დიდმა ბრიტანეთმა პირველი საერთო ეროვნული მასშტაბის აქცია ჩაატარა. 1998 წელს მას საფრანგეთიც შეუერთდა.

საერთო ევროპული დღე ავტომობილების გარეშე 1999 წელს ჩატარდა კამპანიის „ქალაქში ჩემი ავტომობილის გარეშე“ ფარგლებში, რომელმაც გაგრძელება ჰპოვა „მობილობის ევროპული კვირეულის“ (The European Mobility Week) სახით. ღონისძიება ყოველწლიურად 16–22 სექტემბრის პერიოდში ევროკომისიის ეგიდით ტარდება. 2020 წლის თემაა „გადაადგილება გამონაბოლქვის გარეშე“ (Zero-emission mobility for all).

2000 წელს ორგანიზაციებისა და აქტივისტების ქსელმა „საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე“ პირველად გამართა.

მსოფლიოს მსხვილი ქალაქები ამ დღეს ავტომობილების მართვას ერიდებიან და სარგებლობენ ტრამვაით, ტროლეიბუსით, ავტობუსით, მეტროთი ან სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე ველოსიპედით, ან ფეხით სიარულს ამჯობინებენ. ზოგიერთ ქალაქში ამ დღეს სპეციალურად ორგანიზებული ღონისძიებებიც იმართება.

მსოფლიოს ბევრი მეგაპოლისი ამ დღეს ველოდემონსტრაციებს ატარებს. პირველი ასეთი ღონისძიება 1992 წელს სან-ფრანცისკოში (აშშ) ჩატარდა, რომელშიც 48 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მაგრამ შემდეგ მონაწილეობის მიღების მსურველთა რაოდენობა მზარდი იყო. ყველაზე მეტი მონაწილე ამ ღონისძიებას ჰყავს ლონდონში, სიდნეიში, მელბურნში, სან-ფრანცისკოსა და ბუდაპეშტში.

ყველა დემონსტრაციის ლოზუნგი ერთია: „ჩვენ მოძრაობას არ ვაბრკოლებთ, ჩვენ თავად ვართ მოძრაობა“.

ყოველწლიურად აქციაში „დღე ავტომობილის გარეშე“ მსოფლიოს 1500 ქალაქში დაახლოებით 100 მილიონ ადამიანზე მეტი მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0