https://sputnik-georgia.com/20210921/tbilisi-wignis-dedaqalaqi-literaturul-konkurss-acxadebs-259782879.html
პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს
პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს
Sputnik საქართველო
კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეული სტუდენტებისთვის მხატვრული წერისა და წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით ლექციების სერიაც გაიმართება. 21.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-21T22:15+0400
2021-09-21T22:15+0400
2021-09-21T23:43+0400
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23569/57/235695735_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_a3cdd5cb5b48234b2acc21edd04fd9a4.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და გამომცემლობა „პალიტრა L“ აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების მოქმედი სტუდენტებისთვის. კონკურსში მონაწილეობისთვის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებმა მისამართზე info@tbilisiwbc.ge უნდა გაგზავნონ სასწავლებლის მიერ გაცემული სტუდენტის მოქმედი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა და მხატვრული მოთხრობა, არანაკლებ ორი და არაუმეტეს ხუთი გვერდისა (12-იანი შრიფტით). განაცხადების მიღება 6 ოქტომბერს დასრულდება, რის შემდეგაც სპეციალურად შერჩეული ჟიური ნაწარმოებების შეფასებას შეუდგება. გამარჯვებული 15 სტუდენტი 22 ოქტომბერს ხუთ ტუტორთან ერთად საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში გაემგზავრება, სადაც ხუთი დღის განმავლობაში მხატვრული წერის, რედაქტირების შესახებ, დაკაბადონებასა და წიგნის გამოცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე ლექციები ჩაუტარდებათ. კურსის დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილე სტუდენტებმა ორი კვირის განმავლობაში ახალი მოთხრობა უნდა დაწერონ. ყველა მოთხრობას ერთ კრებულად გამომცემლობა „პალიტრა L“ გამოსცემს, ხოლო 19 ნოემბერს სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორს გადაეცემა ფულადი ჯილდო (პირველადგილოსანს – 1000, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულებს – 800 და 500 ლარი). ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და „საქართველოს ბანკი“ საკუთარ რჩეულებს დაასახელებენ.„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“. იუნესკოს გადაწყვეტილებით, თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი 2021 წლის 23 აპრილს კუალა–ლუმპურისგან გადმოიბარა. პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილია 100-ზე მეტი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული და საბავშვო პროექტის განხორციელება. UNESCO World Book Capital („წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“) – ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნის და კითხვის პოპულარიზაციას, წიგნის ინდუსტრიის და მომიჯნავე დარგების სტიმულირებას, ასევე თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების და გამომცემლების მხარდაჭერას.
https://sputnik-georgia.com/20210921/saqartvelosi-seiqmna-vefxistyaosnis-yvelaze-originaluri-gamocema-video-259782374.html
https://sputnik-georgia.com/20210921/niko-kvaracxelias-saxeli-biblioteka-gems-mieniweba-259781295.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23569/57/235695735_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_27179eb824e1ed9e2ecfac27e3f36cf7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს
22:15 21.09.2021 (განახლებულია: 23:43 21.09.2021) კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეული სტუდენტებისთვის მხატვრული წერისა და წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით ლექციების სერიაც გაიმართება.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და გამომცემლობა „პალიტრა L“ აცხადებენ ლიტერატურულ
კონკურსს საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების მოქმედი სტუდენტებისთვის.
„ამ პროექტით ახალგაზრდა თაობას არა მხოლოდ წერის სურვილს გავუღვივებთ, არამედ საგამომცემლო პროფესიებითაც დავაინტერესებთ“, – აცხადებს პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი ნინია მაჭარაშვილი.
კონკურსში მონაწილეობისთვის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებმა მისამართზე info@tbilisiwbc.ge უნდა გაგზავნონ სასწავლებლის მიერ გაცემული სტუდენტის მოქმედი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა და მხატვრული მოთხრობა, არანაკლებ ორი და არაუმეტეს ხუთი გვერდისა (12-იანი შრიფტით). განაცხადების მიღება 6 ოქტომბერს დასრულდება, რის შემდეგაც სპეციალურად შერჩეული ჟიური ნაწარმოებების შეფასებას შეუდგება.
21 სექტემბერი 2021, 21:24
გამარჯვებული 15 სტუდენტი 22 ოქტომბერს ხუთ ტუტორთან ერთად საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში გაემგზავრება, სადაც ხუთი დღის განმავლობაში მხატვრული წერის, რედაქტირების შესახებ, დაკაბადონებასა და წიგნის გამოცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე ლექციები ჩაუტარდებათ.
კურსის დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილე სტუდენტებმა ორი კვირის განმავლობაში ახალი მოთხრობა უნდა დაწერონ. ყველა მოთხრობას ერთ კრებულად გამომცემლობა „პალიტრა L“ გამოსცემს, ხოლო 19 ნოემბერს სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორს გადაეცემა ფულადი ჯილდო (პირველადგილოსანს – 1000, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულებს – 800 და 500 ლარი). ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და „საქართველოს ბანკი“ საკუთარ რჩეულებს დაასახელებენ.
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.
21 სექტემბერი 2021, 20:15
იუნესკოს გადაწყვეტილებით, თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი 2021 წლის 23 აპრილს კუალა–ლუმპურისგან გადმოიბარა. პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილია 100-ზე მეტი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული და საბავშვო პროექტის განხორციელება.
UNESCO World Book Capital („წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“) – ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნის და კითხვის პოპულარიზაციას, წიგნის ინდუსტრიის და მომიჯნავე დარგების სტიმულირებას, ასევე თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების და გამომცემლების მხარდაჭერას.