https://sputnik-georgia.com/20210921/sisxliani-banrebis-saqme-sareklamo-kompaniam-daavadebata-centrs-upasuxa-259781098.html
„სისხლიანი ბანერების“ სკანდალი: სარეკლამო კომპანიამ დაავადებათა კონტროლის ცენტრს უპასუხა
„სისხლიანი ბანერების“ სკანდალი: სარეკლამო კომპანიამ დაავადებათა კონტროლის ცენტრს უპასუხა
Sputnik საქართველო
კომპანიაში განმარტეს, რომ მონიტორები და სარეკლამო ფარები დაავადებათა კონტროლის ცენტრს უსასყიდლოდ გადაეცა. 21.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-21T19:53+0400
2021-09-21T19:53+0400
2021-09-21T23:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24313/26/243132656_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_2a4affb493c4b3851859212e5ad3ee42.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. სარეკლამო კომპანია Alma-ში განმარტეს, რატომ ჩაანაცვლეს ვაქცინაციის სააგიტაციო ბანერები პოლიტიკური შინაარსის ბანერებით.გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოუწოდა კომპანია „ალმას“, რომელსაც გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება გააჩნია, უზრუნველყოს გარე ბილბორდებზე ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა.კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, სარეკლამო ფარები ადრე დაავადებათა კონტროლის ცენტრს ვაქცინაციის სააგიტაციო კამპანიის ჩასატარებლად უსასყიდლოდ გადაეცა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ცენტრს აღარ გამოუთქვამს კამპანიის გაგრძელების სურვილი, ამიტომაც სარეკლამო ფარებზე სხვა ბანერები განათავსეს.კომპანია Alma-ს განცხადებით, მიმდინარე წლის აპრილში მან უფასოდ გამოყო გარე რეკლამის 40 მონიტორი და 14 სარეკლამო ფარი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამაც მოსახლეობის ვაქცინაციის კამპანიის მაქსიმალურად ეფექტურად ჩატარება უზრუნველყო.ქვეყანაში ვნებათაღელვა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ვაქცინაციისკენ მოწოდების შემცველი ბანერების ადგილზე პოლიტიკური ბანერები გაჩნდა. საუბარია ბანერებზე, რომლებზეც ოპოზიციური პარტიებისა და ტელეკომპანიების ლიდერები არიან გამოსახული.ბანერებს აქვს „სისხლის“ ლაქები და წარწერა: „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“. მათზე გამოსახულია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ტელეარხ „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.გაირკვა, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ე.წ. „სისხლიანი ბანერების“ გაჩენა ბიზნესმენმა მიხეილ გაბრიაძემ დააფინანსა. გაბრიაძემ განაცხადა, რომ მას აქვს ამის დამადასტურებელი ქვითარი და ხელშეკრულება, დადებული კომპანიასთან, რომელიც გარე რეკლამის განთავსებითაა დაკავებული. მისი თქმით, ეს იმიტომ გააკეთა, რომ მოსახლეობას ახსოვდეს „ნაცმოძრაობის მმართველობის სისხლიანი წლები“.
https://sputnik-georgia.com/20210921/vin-aris-biznesmeni-romelmac-sisxliani-banerebi-daafinansa-259774257.html
https://sputnik-georgia.com/20210920/sisxliani-banerebis-saqme-daavadebata-kontrolis-centrma-kompania-almas-werilit-mimarta-259751710.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24313/26/243132656_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_4e17ddd3d5d62bad00d3f9ec1890a7cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
„სისხლიანი ბანერების“ სკანდალი: სარეკლამო კომპანიამ დაავადებათა კონტროლის ცენტრს უპასუხა
19:53 21.09.2021 (განახლებულია: 23:13 21.09.2021) კომპანიაში განმარტეს, რომ მონიტორები და სარეკლამო ფარები დაავადებათა კონტროლის ცენტრს უსასყიდლოდ გადაეცა.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. სარეკლამო კომპანია Alma-ში განმარტეს, რატომ ჩაანაცვლეს ვაქცინაციის სააგიტაციო ბანერები პოლიტიკური შინაარსის ბანერებით.
გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოუწოდა კომპანია „ალმას“, რომელსაც გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება გააჩნია, უზრუნველყოს გარე ბილბორდებზე ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა.
21 სექტემბერი 2021, 16:39
კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, სარეკლამო ფარები ადრე დაავადებათა კონტროლის ცენტრს ვაქცინაციის სააგიტაციო კამპანიის ჩასატარებლად უსასყიდლოდ გადაეცა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ცენტრს აღარ გამოუთქვამს კამპანიის გაგრძელების სურვილი, ამიტომაც სარეკლამო ფარებზე სხვა ბანერები განათავსეს.
კომპანია Alma-ს განცხადებით, მიმდინარე წლის აპრილში მან უფასოდ გამოყო გარე რეკლამის 40 მონიტორი და 14 სარეკლამო ფარი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამაც მოსახლეობის ვაქცინაციის კამპანიის მაქსიმალურად ეფექტურად ჩატარება უზრუნველყო.
ქვეყანაში ვნებათაღელვა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ვაქცინაციისკენ მოწოდების შემცველი ბანერების ადგილზე პოლიტიკური ბანერები გაჩნდა. საუბარია ბანერებზე, რომლებზეც ოპოზიციური პარტიებისა და ტელეკომპანიების ლიდერები არიან გამოსახული.
20 სექტემბერი 2021, 21:49
ბანერებს აქვს „სისხლის“ ლაქები და წარწერა: „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“. მათზე გამოსახულია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ტელეარხ „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
გაირკვა, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ე.წ. „სისხლიანი ბანერების“ გაჩენა ბიზნესმენმა მიხეილ გაბრიაძემ დააფინანსა. გაბრიაძემ განაცხადა, რომ მას აქვს ამის დამადასტურებელი ქვითარი და ხელშეკრულება, დადებული კომპანიასთან, რომელიც გარე რეკლამის განთავსებითაა დაკავებული. მისი თქმით, ეს იმიტომ გააკეთა, რომ მოსახლეობას ახსოვდეს „ნაცმოძრაობის მმართველობის სისხლიანი წლები“.