საქართველო „ევროვიზია-2022“-ში მიიღებს მონაწილეობას

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშითორნიკე ყიფიანი
თორნიკე ყიფიანი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
ვინ გამოვა კონკურსზე საქართველოს სახელით, ჯერჯერობით უცნობია. მაგრამ ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კონკურსში მონაწილეობს.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველო მონაწილეობას მიიღებს სიმღერის ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსში „ევროვიზია-2022“. ამის შესახებ ნათქვამია Eurovision Georgia-ს ოფიციალურ Facebook-გვერდზე.
წინა კონკურსზე როტერდამში (ნიდერლანდი) Måneskin-ის გამარჯვების წყალობით (სიმღერა Zitti e buoni) 66-ე კონკურსი იტალიაში ჩატარდება. მანამდე იტალიამ „ევროვიზიას“ 1965 და 1991 წლებშიც უმასპინძლა. ამ დროის მონაცემებით, 2022 წლის კონკურსში მონაწილეობა 33-მა ქვეყანამ დაადასტურა.
კონკურსის ჩატარებაზე 2022 წელს იტალიის ხუთი ქალაქი აცხადებს პრეტენზიას, ესენია: მილანი, ბოლონია, პეზარო, რიმინი და ტურინი.
2021 წლის ევროვიზიის გამარჯვებული იტალიური ჯგუფი Måneskin - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
რა აღიარა იტალიურმა როკ-ჯგუფმა „ევროვიზიაზე“ გამარჯვების შემდეგ
2021 წელს საქართველო „ევროვიზიაზე“ თორნიკე ყიფიანმა წარადგინა. მომღერალმა ფინალში გასვლა ვერ შეძლო.
ვინ გამოვა საქართველოს სახელით 2022 წლის „ევროვიზიაზე“, ჯერჯერობით უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0