რა აღიარა იტალიურმა როკ-ჯგუფმა „ევროვიზიაზე“ გამარჯვების შემდეგ

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკში2021 წლის ევროვიზიის გამარჯვებული იტალიური ჯგუფი Måneskin
2021 წლის ევროვიზიის გამარჯვებული იტალიური ჯგუფი Måneskin - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
გამოწერა
იტალიური ჯგუფ Måneskin-ის სადებიუტო სინგლი Chosen 2017 წლის 24 ნოემბერს გამოვიდა, 2021 წელს მუსიკოსებმა „სან-რემოს“ მუსიკალურ ფესტივალზე გაიმარჯვეს სიმღერით Zitti e buoni, რომელიც წლევანდელ „ევროვიზიაზე“ წარმოადგინეს.

თბილისი, 23 მაისი – Sputnik.  „ევროვიზია-2021“-ის გამარჯვებული იტალიური ჯგუფ Måneskin-ის წევრებმა აღიარეს, რომ კენჭისყრის შედეგები მოულოდნელი იყო, მათ მაყურებლებს მადლობა გადაუხადეს, წერს РИА Новости.

ჟიურის და მაყურებელთა კენჭისყრის ერთობლივი შედეგებით წელს კონკურსის გამარჯვებული იტალია გახდა. რუსეთის წარმომადგენელი მანიჟა სიმღერით Russian Woman მეცხე ადგილზე გავიდა.

„ეს დაუჯერებელია, ამას არ ველოდით, ძალიან ბედნიერები ვართ“, - განაცხადა ჯგუფის ბას-გიტარისტმა ვიქტორია დე ანჟელისმა პრესკონფერენციაზე.

ევროვიზია-2021 Maneskin (იტალია)  - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2021
„ევროვიზია - 2021“-ის გამარჯვებული იტალია გახდა - საუკეთესო სიმღერები

გარდა ამისა, მუსიკოსებმა მადლობა გადაუხადეს თაყვანისმცემლებსა და მაყურებლებს, რომლებმაც მათ ხმა მისცეს.

„ეს ენით აღუწერელი შეგრძნებაა. ჩვენ ვიგრძენით, რომ ყველაფერს, რასაც ვაკეთებდით იმ დღიდან, როდესაც ერთმანეთს შევხვდით და ქუჩებში გამოსვლა დავიწყეთ, ამ ყველაფერს ჰქონია აზრი და ეს იმად ღირდა... იყო აღიარებული ასეთ მაღალ დონეზე, ჩვენთვის ყველაფერს ნიშნავს“, - განაცხადა ჯგუფის სოლისტმა დავიდ დამიანომ, როდესაც მას კითხეს, რას იგრძნო მაყურებელთა კენჭისყრის ფინალური შედეგების გამოცხადების შემდეგ.

„ევროვიზიის“ საერთაშორისო კონკურსი, რომელიც 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა, 18-22 მაისს როტერდამში Ahoy-ს არენაზე გაიმართა. საქართველოს წარმომადგენელი თორნიკე ყიფიანი, სამწუხაროდ, ფინალში ვერ გავიდა. ქვეყანა უკვე მეოთხე წელია, ევროვიზიის ფინალში ვერ ხვდება.

Måneskin - იტალიური როკ-ჯგუფია, რომლის შემადგენლობაში არიან ვოკალისტი დავიდ დამიანო, ბას-გიტარა - ვიქტორია დე ანჟელისი, გიტარისტი ტომას რაჯი და დრამერი იტან ტორკიო. 2017 წლის 24 ნოემბერს ჯგუფმა გამოუშვა სადებიუტო სინგლი Chosen. 2021 წელს მუსიკოსებმა „სან-რემოს“ მუსიკალურ ფესტივალზე გაიმარჯვეს სიმღერით Zitti e buoni, რომელიც წლევანდელ „ევროვიზიაზე“ წარმოადგინეს.

ეს იტალიის მესამე გამარჯვებაა „ევროვიზიაზე“. ბოლოჯერ იტალიამ „ევროვიზიაზე“ 1990 წელს გაიმარჯვა.

ყველა ახალი ამბავი
0