რუსეთი ოთხ ქვეყანასთან ავიამიმოსვლას აღადგენს

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავი Airbus A320
თვითმფრინავი Airbus A320  - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
რუსეთმა საჰაერო ავიამიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენა გასული წლის აგვისტოდან დაიწყო.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი 21 სექტემბრიდან ოთხ ქვეყანასთან საჰაერო მიმოსვლას განაახლებს და რამდენიმე ე.წ. ღია ქვეყანაში ფრენების სიხშირეს ზრდის, იუწყება РИА Новости.
ფრენები აღდგება ესპანეთის, ერაყის, კენიისა და სლოვაკეთის მიმართულებით, სიხშირე კი დაემატება უნგრეთის, ყაზახეთისა და კატარის ავიარეისებს.
სტუდენტები ლექციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2021
რუსეთმა ყველა უცხოელი სტუდენტისთვის გახსნა საზღვრები
გარდა ამისა, თურქეთის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლა აღდგება ფსკოვიდან, მაგადანიდან, მურმანსკიდან და ჩიტადან.
კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთმა 2020 წლის 27 მარტიდან რეგულარული და ჩარტერული რეისები გააუქმა. გასული წლის აგვისტოდან კი მოსკოვმა საჰაერო ავიამიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენა დაიწყო.
ამ დროისთვის ავიარეისები 55 ქვეყნის მიმართულებით ხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0