https://sputnik-georgia.com/20210902/rusetma-ucxoeli-studentebistvis-sazrvrebi-gaxsna-259267323.html
რუსეთმა ყველა უცხოელი სტუდენტისთვის გახსნა საზღვრები
რუსეთმა ყველა უცხოელი სტუდენტისთვის გახსნა საზღვრები
Sputnik საქართველო
რა პირობებით შეუძლიათ ახლა უცხოელ სტუდენტებს რუსეთში შესვლა და როგორ არიან მზად უნივერსიტეტები მათ დასახმარებლად – იხილეთ Sputnik-ის მასალაში. 02.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-02T20:32+0400
2021-09-02T20:32+0400
2021-09-02T22:54+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24869/55/248695594_353:637:2862:2048_1920x0_80_0_0_969172ea00e85aab033f78c1c8734e90.jpg
დანარა კურმანოვაამ კვირაში იმ უცხოელმა სტუდენტებმა რუსეთში დაბრუნება დაიწყეს, რომლებიც სახლში დარჩნენ პანდემიისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო.ჯერ კიდევ 27 აგვისტოს კორონავირუსული ინფექციის შეტანა-გავრცელების აღკვეთის ოპერატიულმა შტაბმა მიიღო ახალი ალგორითმი, რომელიც ხსნის ყველა შეზღუდვას უცხოელი სტუდენტების რუსეთში შესვლასთან დაკავშირებით. ახლა უცხოელ სტუდენტებს ყველა ქვეყნიდან აქვთ რუსეთში შესვლის უფლება. წესი ვრცელდება იმ სტუდენტებზეც კი, რომელთა ქვეყნებთან რუსეთს ამჟამად არ აქვს საჰაერო კავშირები.ახალი ალგორითმის თანახმად, თითოეულმა უნივერსიტეტმა უნდა შეადგინოს თავისი უცხოელი სტუდენტების სია და ამ მონაცემების საფუძველზე გაუგზავნოს მოთხოვნა სტუდენტებისთვის ვიზის მისაცემად შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებს.უფრო მეტიც, სიაში მყოფი თითოეული უცხოელი სტუდენტი მიიღებს ინსტრუქციას რუსეთში შესვლის შესახებ. ინსტრუქციის მთავარი მოთხოვნაა უარყოფითი PCR-ტესტი კორონავირუსზე. როგორც „როსპოტრებნადზდორში“ განმარტეს, ცნობა ტესტის შედეგების შესახებ უნდა გაიცეს რუსულ ან ინგლისურ ენაზე.რუსეთში ჩასულმა უცხოელმა სტუდენტებმა უნდა ჩააბარონ კორონავირუსზე ორი PCR-ტესტი – ქვეყანაში ჩამოსვლამდე და მის შემდეგ.ტესტის შედეგების მიღებამდე სტუდენტი უნდა იმყოფებოდეს თვითიზოლაციის რეჟიმში. ამისათვის უნივერსიტეტები მოამზადებენ ობსერვატორ-ოთახებს, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ იცხოვრონ PCR-ტესტის პასუხის მიღებამდე. ამ პერიოდის განმავლობაში მათ შეუძლიათ დისტანციურად დაესწრონ ლექციებს.რუსეთის უნივერსიტეტები მზად არიან უზრუნველყონ სამედიცინო დახმარება სტუდენტებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ამის შესახებ 2 სექტემბერს გამოაცხადა ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ელენა ტუმაკოვამ კონფერენციაზე სახელწოდებით „რუსული განათლების კონკურენტუნარიანობა პანდემიური შეზღუდვების კონტექსტში“, რომელიც Russia Today-ს საერთაშორისო მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.„ჩვენ ვიღებთ ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ სტუდენტებსაც, — განმარტა ტუმაკოვამ. — სტუდენტების აცრა შესაძლებელია ვაქცინა Sputnik Light-ით, რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში“.გარდა ამისა, წამყვანი ფედერალური უნივერსიტეტების წარმომადგენლებს აწუხებთ ის ფაქტი, რომ 1 სექტემბერს ყველა სტუდენტმა ვერ შეძლო ჩასვლა. ავიაბილეთების მაღალი ფასი ბევრი სტუდენტისთვის დიდი პრობლემა გახდა.ელექტრონული განაცხადის წარდგენა აუცილებელია, რათა სტუდენტის ლექციებზე არყოფნა გაცდენად არ ჩაითვალოს.
https://sputnik-georgia.com/20210901/rossotrudnicewstvo-swavlaze-kvotebs-zrdis-259219102.html
https://sputnik-georgia.com/20210804/rossotrudniCestvom-ruseTSi-studentebis-Sesvlis-wesebi-gamoacxda-252506555.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24869/55/248695594_674:711:2417:2018_1920x0_80_0_0_14ef6c27a976ed06f50226389f0d3957.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი
რუსეთმა ყველა უცხოელი სტუდენტისთვის გახსნა საზღვრები
20:32 02.09.2021 (განახლებულია: 22:54 02.09.2021) რა პირობებით შეუძლიათ ახლა უცხოელ სტუდენტებს რუსეთში შესვლა და როგორ არიან მზად უნივერსიტეტები მათ დასახმარებლად – იხილეთ Sputnik-ის მასალაში.
ამ კვირაში იმ უცხოელმა სტუდენტებმა რუსეთში დაბრუნება დაიწყეს, რომლებიც სახლში დარჩნენ პანდემიისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო.
ჯერ კიდევ 27 აგვისტოს კორონავირუსული ინფექციის შეტანა-გავრცელების აღკვეთის ოპერატიულმა შტაბმა მიიღო ახალი ალგორითმი, რომელიც ხსნის ყველა შეზღუდვას უცხოელი სტუდენტების რუსეთში შესვლასთან დაკავშირებით. ახლა უცხოელ სტუდენტებს ყველა ქვეყნიდან აქვთ რუსეთში შესვლის უფლება. წესი ვრცელდება იმ სტუდენტებზეც კი, რომელთა ქვეყნებთან რუსეთს ამჟამად არ აქვს საჰაერო კავშირები.
ახალი ალგორითმის თანახმად, თითოეულმა უნივერსიტეტმა უნდა შეადგინოს თავისი უცხოელი სტუდენტების სია და ამ მონაცემების საფუძველზე გაუგზავნოს მოთხოვნა სტუდენტებისთვის ვიზის მისაცემად შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებს.
უფრო მეტიც, სიაში მყოფი თითოეული უცხოელი სტუდენტი მიიღებს ინსტრუქციას რუსეთში შესვლის შესახებ. ინსტრუქციის მთავარი მოთხოვნაა უარყოფითი PCR-ტესტი კორონავირუსზე. როგორც „როსპოტრებნადზდორში“ განმარტეს, ცნობა ტესტის შედეგების შესახებ უნდა გაიცეს რუსულ ან ინგლისურ ენაზე.
რუსეთში ჩასულმა უცხოელმა სტუდენტებმა უნდა ჩააბარონ კორონავირუსზე ორი PCR-ტესტი – ქვეყანაში ჩამოსვლამდე და მის შემდეგ.
„ტესტი უნდა გაკეთდეს რუსეთში ჩასვლამდე არაუადრეს სამი კალენდარული დღისა, — თქვეს ფედერალურ სამსახურში. — გარდა ამისა, უცხოელმა მოქალაქემ, რომელიც სწავლის მიზნით ჩამოდის, PCR-ტესტი ასევე უნდა გაიკეთოს ქვეყანაში ჩამოსვლის მომენტიდან 72 საათის განმავლობაში“.
ტესტის შედეგების მიღებამდე სტუდენტი უნდა იმყოფებოდეს თვითიზოლაციის რეჟიმში. ამისათვის უნივერსიტეტები მოამზადებენ ობსერვატორ-ოთახებს, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ იცხოვრონ PCR-ტესტის პასუხის მიღებამდე. ამ პერიოდის განმავლობაში მათ შეუძლიათ დისტანციურად დაესწრონ ლექციებს.
რუსეთის უნივერსიტეტები მზად არიან უზრუნველყონ სამედიცინო დახმარება სტუდენტებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ამის შესახებ 2 სექტემბერს გამოაცხადა ტიუმენის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ელენა ტუმაკოვამ კონფერენციაზე სახელწოდებით „რუსული განათლების კონკურენტუნარიანობა პანდემიური შეზღუდვების კონტექსტში“, რომელიც Russia Today-ს საერთაშორისო მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.
„ჩვენ ვიღებთ ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ სტუდენტებსაც, — განმარტა ტუმაკოვამ. — სტუდენტების აცრა შესაძლებელია ვაქცინა Sputnik Light-ით, რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში“.
გარდა ამისა, წამყვანი ფედერალური უნივერსიტეტების წარმომადგენლებს აწუხებთ ის ფაქტი, რომ 1 სექტემბერს ყველა სტუდენტმა ვერ შეძლო ჩასვლა. ავიაბილეთების მაღალი ფასი ბევრი სტუდენტისთვის დიდი პრობლემა გახდა.
„მაგალითად, უზბეკეთიდან ბილეთი ახლა დაახლოებით 70-80 ათასი რუბლი ღირს, — თქვა ელენა ტუმაკოვამ. — ეს ძალიან დიდი ფასია. ვფიქრობ, რომ ყველა უნივერსიტეტი იქნება სოლიდარული და სტუდენტებს ბოლომდე დაელოდება. აუცილებელია განაცხადის დაწერა და უნივერსიტეტის ინფორმირება, რომ ბილეთები ძვირია. ეს საპატიო მიზეზია“.
ელექტრონული განაცხადის წარდგენა აუცილებელია, რათა სტუდენტის ლექციებზე არყოფნა გაცდენად არ ჩაითვალოს.