https://sputnik-georgia.com/20210921/ras-vwamt_batumsi-daaxloebit-2-5-tona-gafuwebuli-xorci-gamoavlines-259782130.html
რას ვჭამთ: ბათუმში დაახლოებით 2,5 ტონა გაფუჭებული ხორცი გამოავლინეს
რას ვჭამთ: ბათუმში დაახლოებით 2,5 ტონა გაფუჭებული ხორცი გამოავლინეს
Sputnik საქართველო
მატლიანი, ვადაგასული და გაურკვეველი წარმომავლობის გაყინული ხორცი ქუთაისის ქუჩაზე მდებარე ხორცის მაღაზიის საწყობში ინახებოდა და ამავე ობიექტზე ხდებოდა მისი... 21.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-21T20:50+0400
2021-09-21T20:50+0400
2021-09-21T23:27+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ბათუმი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24503/15/245031504_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_3c039629577880f94e6c31720a1edb36.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაახლოებით 2,5 ტონა გაფუჭებული ხორცი გამოავლინა.ვადაგასული და გაურკვეველი წარმომავლობის გაყინული ხორცი ქუთაისის ქუჩის 34 ნომერში მდებარე ხორცის მაღაზიის საწყობის საყინულეებში ინახებოდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ობიექტზე იმყოფებოდა „საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციის“ თავმჯდომარე და გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანი მადონა კოიძეც. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ხორცი არის გაფუჭებული და მატლიანი. კოიძის ვარაუდით, გაფუჭებულ ხორცს ურევდნენ ახალს, რითიც შემდეგ სხვადასხვა კერძს ამზადებდნენ და ასე ახდენდნენ რეალიზაციას იქვე არსებულ ხორცის მაღაზიაში.სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, ამოღებული ხორცის განადგურება დადგენილი წესის შესაბამისად მოხდება ნაგავსაყრელზე.
https://sputnik-georgia.com/20210911/ras-vwamt-tbilissi-vadagasuli-da-dabinzurebuli-produqciis-realizaciis-faqti-gamoavlines-259518256.html
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24503/15/245031504_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_3e0e1443fb8fa6c67441740d2a3da8bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, ბათუმი , შემთხვევები საქართველოში
რას ვჭამთ: ბათუმში დაახლოებით 2,5 ტონა გაფუჭებული ხორცი გამოავლინეს
20:50 21.09.2021 (განახლებულია: 23:27 21.09.2021) მატლიანი, ვადაგასული და გაურკვეველი წარმომავლობის გაყინული ხორცი ქუთაისის ქუჩაზე მდებარე ხორცის მაღაზიის საწყობში ინახებოდა და ამავე ობიექტზე ხდებოდა მისი რეალიზაციაც.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაახლოებით 2,5 ტონა გაფუჭებული ხორცი გამოავლინა.
ვადაგასული და გაურკვეველი წარმომავლობის გაყინული ხორცი ქუთაისის ქუჩის 34 ნომერში მდებარე ხორცის მაღაზიის საწყობის საყინულეებში ინახებოდა.
„ობიექტი, როგორც ჩანს, ვაჭრობდა გაფუჭებული საქონლის ხორცით, ვადაგასული და გაურკვეველი წარმოშობის ხორცით. პროდუქცია დაილუქება, ხოლო ობიექტს შეუჩერდება საწარმოო პროცესი და ბიზნეს-ოპერატორი დაჯარიმდება“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ობიექტზე იმყოფებოდა „საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციის“ თავმჯდომარე და გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანი მადონა კოიძეც.
ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ხორცი არის გაფუჭებული და მატლიანი. კოიძის ვარაუდით, გაფუჭებულ ხორცს ურევდნენ ახალს, რითიც შემდეგ სხვადასხვა კერძს ამზადებდნენ და ასე ახდენდნენ რეალიზაციას იქვე არსებულ ხორცის მაღაზიაში.
11 სექტემბერი 2021, 18:16
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, ამოღებული ხორცის განადგურება დადგენილი წესის შესაბამისად მოხდება ნაგავსაყრელზე.