რას ვჭამთ: თბილისში ვადაგასული და დაბინძურებული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასურსათო მაღაზია
სასურსათო მაღაზია - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2021
გამოწერა
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ვადაგასული სურსათი დაილუქა და ბიზნესოპერატორს დაევალა მისი ამოღება და განადგურება.
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში დიდი ოდენობით ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული და არაეტიკეტირებული პროდუქცია გამოავლინა, აღნიშნულია სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, საუბარია 36 სახეობის პროდუქციაზე - ტკბილეული, ჩაი, ყავა, თაფლი და სუნელები.
უწყების ცნობით, შპს „ალიბაბას“ საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტი აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციას ახდენდა თბილისში, თვალჭრელიძის N2-ში („ისთ ფოინტთან”) მდებარე საცალო სასურსათო მაღაზიაში „ალიბაბა“, რომელშიც თბილისის საქალაქო სამსახურმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და ასევე ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული და ეტიკეტირების წესის დარღვევით პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა.
სარფი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
რას ვჭამთ: საქართველომ გაყინული ქათმის ხორცი თურქეთში გააბრუნა
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, ბიზნესოპერატორი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ვადაგასული სურსათი დაილუქა და ბიზნესოპერატორს დაევალა მისი ამოღება/განადგურება.
დამატებითი მოკვლევის მიზნით საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა.
რეალიზაციისთვის უვარგისი პროდუქციის ჩამონათვალი გამოქვეყნებულია უწყების ვებგვერდზე.
ყველა ახალი ამბავი
0