რამდენ თვეში გაიხსნება ლისი–მუხათწყაროს გზა: ვითარებას გერმანელი სპეციალისტები სწავლობენ

© Sputnik / Alex Shlamovმეწყრუი პროცესები
მეწყრუი პროცესები - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
ლისი–მუხათწყარო–მსხალდიდის და ნაფეტვრებთან დამაკავშირებელი გზა 1 ივლისიდან გადაკეტილია.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ლისი–მუხათწყაროს დამაკავშირებელ გზაზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით გეოლოგიური კვლევა აქტიურად მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
მეწყრული პროცესები სოფელ მსხალდიდის მონაკვეთზე მიმდინარე წლის ივლისში გააქტიურდა, რაც უხვმა ნალექმა და მისმა ჩაჟონვამ გამოიწვია. სპეციალისტების რეკომენდაციით, აღნიშნული მონაკვეთი ჩაიკეტა, შესაბამისად, საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდა. ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის დაკვეთით კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ასრულებს.
ლისი-მუხათწყაროს გზაზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოქვეყნდა>>>
გავრცელებული ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ უკვე შეირჩა კომპანია, რომლის სპეციალისტებიც, გერმანელ პარტნიორებთან ერთად, უახლოეს დღეებში პროექტირებას დაიწყებენ, პარალელურად კი განახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, მათ შორის შემაჩერებელ-გასამაგრებელ სამუშაოებს.
ლისი–მუხათწყაროს მონაკვეთზე, სადაც ზაფხულში მეწყრული პროცესები განვითარდა, ქართველ სპეციალისტებთან ერთად იმყოფებოდა გერმანელი სპეციალისტი პიტერ ნეიმანიც.

„კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ შემოგვთავაზა, რომ პრობლემის გადასაჭრელად ერთად გვემუშავა. აღნიშნული სამუშაოები იქნება გზის სტაბილურობის გარანტია, შედეგის მისაღებად კი სწორედ შემოთავაზებული კვლევაა საჭირო. როგორც ვიცით, გეოლოგია რეგიონში რთულია. ჩვენი მიზანია შევაჩეროთ მთის ჩამოშლა. ვფიქრობ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მიერ დასახული გეგმა კარგად იმუშავებს“, – განაცხადა ნეიმანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ სამუშაოებს დაახლოებით 6 თვის განმავლობაში დაასრულებს, რის შემდეგაც ლისი–მუხათწყაროს აღნიშნული მონაკვეთი გაიხსნება და მოსახლეობა უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებს.
სოფლები ლისი, მუხათწყარო, მსხალდიდი, ნაფეტვრები მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, თუმცა ტერიტორიულად თბილისთან ახლოს, ლისის ტბასთან მდებარეობს.
ლისის ტბასთან ახლოს, ვაშლიჯვარში მეწყერსაშიში ზონა გაზაფხულზე გაჩნდა – ვაშლიჯვარი–ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. გეოლოგების პროგნოზით, გაჩნდა ფერდობის ჩამოშლის სერიოზული საფრთხე. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. მოგვიანებით დაიწყო ფერდობის გამაგრების სამუშაოები. მაჭავარიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა აგვისტოში აღდგა.
ყველა ახალი ამბავი
0