https://sputnik-georgia.com/20210703/lisi-muxaTwyaros-gzaze-mewyrul-procesebTan-dakavSirebiT-Sualeduri-daskvna-gamoqveynda-252201500.html
ლისი-მუხათწყაროს გზაზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოქვეყნდა
ლისი-მუხათწყაროს გზაზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოქვეყნდა
Sputnik საქართველო
შუალედური დასკვნის თანახმად, ლისი-მუხათწყაროს გზაზე მეწყრული პროცესები უხვმა ნალექმა გამოიწვია. აღნიშნული დასკვნა გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტებმა და ასევე... 03.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-03T18:30+0400
2021-07-03T18:30+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/12/251207482_0:160:3001:1856_1920x0_80_0_0_0a9f3ebe5ebd8d87e2ae5aa241dd4579.jpg
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. ლისი-მუხათწყაროს დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი სავარაუდოდ უხვმა ნალექმა და მისმა ჩაჟონვამ გამოიწვია, ამის შესახებ ვიზუალურ-გეოლოგიურ შუალედურ დასკვნაშია ნათქვამი. იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.მეწყრული პროცესები სოფელ მსხალდიდის მონაკვეთზე სამი დღის წინ გააქტიურდა. ადგილზე ბეტონის ჯებირებია მიტანილი, მობილიზებულია პოლიცია.მეწყრის გამომწვევი მიზეზების დადგენაზე გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები და ასევე ლევან სამხარაულის ბიუროს ექსპერტები მუშაობდნენ.ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდის მიმართულებით და ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზა 1 ივლისიდან გადაკეტილია. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება მოძრაობა აღნიშნულ გზაზე.სოფლები ლისი, მუხათწყარო, მსხალდიდი, ნაფეტვრები მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, თუმცა ტერიტორიულად თბილისთან ახლოს, ლისის ტბასთან მდებარეობს.ლისის ტბასთან ახლოს, ვაშლიჯვარში მეწყერსაშიში ზონა გაზაფხულზე გაჩნდა. 15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდებოდა. გეოლოგების პროგნოზით, გაჩნდა ფერდობის ჩამოშლის სერიოზული საფრთხე. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. მოგვიანებით დაიწყო ფერდობის გამაგრების სამუშაოები.მერიაში აცხადებენ, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, 2 თვეში აღდგება.
https://sputnik-georgia.com/20210630/TbilisSi-kidev-erTi-mewyersaSiSi-adgili-gaCnda-lisi-muxaTwyaros-gza-gadaketilia-252177886.html
https://sputnik-georgia.com/20210628/sinoptikosebi-amindis-gauaresebas-prognozireben-252152559.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/12/251207482_0:65:3001:1951_1920x0_80_0_0_4c9294e43ce81cbb5c75417d2fdb4c72.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
ლისი-მუხათწყაროს გზაზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოქვეყნდა
18:30 03.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) შუალედური დასკვნის თანახმად, ლისი-მუხათწყაროს გზაზე მეწყრული პროცესები უხვმა ნალექმა გამოიწვია. აღნიშნული დასკვნა გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტებმა და ასევე ლევან სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა დადეს.
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. ლისი-მუხათწყაროს დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი სავარაუდოდ უხვმა ნალექმა და მისმა ჩაჟონვამ გამოიწვია, ამის შესახებ ვიზუალურ-გეოლოგიურ შუალედურ დასკვნაშია ნათქვამი. იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
მეწყრული პროცესები სოფელ მსხალდიდის მონაკვეთზე სამი დღის წინ გააქტიურდა. ადგილზე ბეტონის ჯებირებია მიტანილი, მობილიზებულია პოლიცია.
მეწყრის გამომწვევი მიზეზების დადგენაზე გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები და ასევე ლევან სამხარაულის ბიუროს ექსპერტები მუშაობდნენ.
რაც შეეხება დეტალურ დასკვნას, ის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. საპროექტო-საინჟინრო და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად შესაბამისი თანხები გამოიყოფა. მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, აცხადებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.
ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდის მიმართულებით და ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზა 1 ივლისიდან გადაკეტილია. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება მოძრაობა აღნიშნულ გზაზე.
სოფლები ლისი, მუხათწყარო, მსხალდიდი, ნაფეტვრები მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, თუმცა ტერიტორიულად თბილისთან ახლოს, ლისის ტბასთან მდებარეობს.
ლისის ტბასთან ახლოს, ვაშლიჯვარში მეწყერსაშიში ზონა გაზაფხულზე გაჩნდა. 15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდებოდა. გეოლოგების პროგნოზით, გაჩნდა ფერდობის ჩამოშლის სერიოზული საფრთხე. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. მოგვიანებით დაიწყო ფერდობის გამაგრების სამუშაოები.
მერიაში აცხადებენ, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, 2 თვეში აღდგება.