https://sputnik-georgia.com/20210921/qartuli-kompaniebis-fasiani-qaraldebi-londonis-birjaze-259755710.html
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
Sputnik საქართველო
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაიზარდა. 21.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-21T09:43+0400
2021-09-21T09:43+0400
2021-09-21T13:27+0400
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252300826_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_62f54dae2b39a65a6c30af4abc500444.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,17%-ით გაიზარდა და 102,66 პუნქტი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,14%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.კორპორატიული ობლიგაციებით ვაჭრობასაინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,25%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 2,27% მოგებით 106,71 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 102,98 პუნქტის ფასით, 4,84% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,13%-ით გაიზარდა.„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,4%-ით გაიზარდა 101,91 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,51%-ს.აქციებით ვაჭრობაფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 3,75%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 15,4 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 171 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 14,5–16,08 ფუნტის დიაპაზონში.კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი 2,11%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 6,02 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 262 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,0–6,25 ფუნტის დიაპაზონში.TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 2,35%-ით შემცირდა 14,12 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 166 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 13,76 –14,7 ფუნტის დიაპაზონში.
https://sputnik-georgia.com/20210806/kapitalis-bazarze-saxelmwifo-kompaniebis-aqciebis-gatana-igegmeba-252515859.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0d/252300826_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_73e24358f47c3815bec71eec01a82463.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები
09:43 21.09.2021 (განახლებულია: 13:27 21.09.2021) ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაიზარდა.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,17%-ით გაიზარდა და 102,66 პუნქტი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,14%-ს, ნათქვამია
საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორატიული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,25%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 2,27% მოგებით 106,71 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 102,98 პუნქტის ფასით, 4,84% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,13%-ით გაიზარდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,4%-ით გაიზარდა 101,91 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,51%-ს.
ფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 3,75%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 15,4 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 171 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 14,5–16,08 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი 2,11%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 6,02 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 262 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,0–6,25 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 2,35%-ით შემცირდა 14,12 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 166 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 13,76 –14,7 ფუნტის დიაპაზონში.