https://sputnik-georgia.com/20210920/saqartvelosi-enemo-s-sadamkvirveblo-misia-camovida-259750552.html
საქართველოში ENEMO-ს სადამკვირვებლო მისია ჩამოვიდა
საქართველოში ENEMO-ს სადამკვირვებლო მისია ჩამოვიდა
Sputnik საქართველო
ENEMO-ს სადამკვირვებლო მისია მოამზადებს ანგარიშს ზოგად პოლიტიკურ და საარჩევნო გარემოზე საქართველოში 20.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-20T20:55+0400
2021-09-20T20:55+0400
2021-09-20T20:55+0400
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23785/93/237859395_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_5b4837bf06c5894ddccb1d84bda579c5.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. „არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელი" (ENEMO) საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს. ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.სადამკვირვებლო მისია იქნება წარმოდგენილი ექვსი სპეციალისტით, რომლებიც თბილისში იმუშავებენ. დამატებით 20 მოკლევადიან დამკვირვებელს კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე მიავლენენ. ეს დამკვირვებლები საქართველოს მასშტაბით დააკვირდებიან უბნების გახსნას, კენჭისყრის და ხმების დათვლის პროცესს.სადამკვირვებლო მისია მიმდინარე პროცესების შესახებ უფრო სრული ინფორმაციის მისაღებად ასევე გამართავს შეხვედრებს შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, უწყებების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, კანდიდატებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.მონიტორინგის შედეგების მიხედვით ENEMO-ს სადამკვირვებლო მისია მოამზადებს ანგარიშს ზოგად პოლიტიკურ და საარჩევნო გარემოზე საქართველოში. ეს დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციებს საარჩვენო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.ENEMO ასევე გეგმავს განცხადების გავრცელებას წინასწარი დასკვნების შესახებ არჩევნების დღესთან დაკავშირებით.ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს ENEMO-ს რიგით 36-ე სადამკვირვებლო მისიაა, მათ შორის რიგით მეორეა საქართველოში. მისიის ძირითადმა გუნდმა ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოს შესწავლა დაიწყო სექტემბრის დასაწყისში, ხოლო საქართველოში 17 სექტემბერს ჩამოვიდა.ამ დროისათვის საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის 71 ადგილობრივი და 33 საერთაშორისო ორგანიზაცია დაარეგისტრირა, რომლებიც დააკვირდებიან როგორც უშუალოდ კენჭისყრის, ისე წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
https://sputnik-georgia.com/20210917/arasamtavroboebma-ocneba-diskreditaciis-mcdelobasi-daadanasaules-259688790.html
https://sputnik-georgia.com/20210918/arcevnebi-2021-ceskom-100-ze-meti-sadamkvirveblo-organizacia-daaregistrira-259706564.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23785/93/237859395_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_7ecb987d547f48137b4f20126bdaf73d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოში ENEMO-ს სადამკვირვებლო მისია ჩამოვიდა
ENEMO-ს სადამკვირვებლო მისია მოამზადებს ანგარიშს ზოგად პოლიტიკურ და საარჩევნო გარემოზე საქართველოში
თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. „არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელი" (ENEMO) საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს. ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელებულ
განცხადებაში.
სადამკვირვებლო მისია იქნება წარმოდგენილი ექვსი სპეციალისტით, რომლებიც თბილისში იმუშავებენ. დამატებით 20 მოკლევადიან დამკვირვებელს კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე მიავლენენ. ეს დამკვირვებლები საქართველოს მასშტაბით დააკვირდებიან უბნების გახსნას, კენჭისყრის და ხმების დათვლის პროცესს.
17 სექტემბერი 2021, 18:57
სადამკვირვებლო მისია მიმდინარე პროცესების შესახებ უფრო სრული ინფორმაციის მისაღებად ასევე გამართავს შეხვედრებს შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, უწყებების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, კანდიდატებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
მონიტორინგის შედეგების მიხედვით ENEMO-ს სადამკვირვებლო მისია მოამზადებს ანგარიშს ზოგად პოლიტიკურ და საარჩევნო გარემოზე საქართველოში. ეს დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციებს საარჩვენო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.
ENEMO ასევე გეგმავს განცხადების გავრცელებას წინასწარი დასკვნების შესახებ არჩევნების დღესთან დაკავშირებით.
18 სექტემბერი 2021, 21:19
ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს ENEMO-ს რიგით 36-ე სადამკვირვებლო მისიაა, მათ შორის რიგით მეორეა საქართველოში. მისიის ძირითადმა გუნდმა ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოს შესწავლა დაიწყო სექტემბრის დასაწყისში, ხოლო საქართველოში 17 სექტემბერს ჩამოვიდა.
ამ დროისათვის საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის 71 ადგილობრივი და 33 საერთაშორისო ორგანიზაცია დაარეგისტრირა, რომლებიც დააკვირდებიან როგორც უშუალოდ კენჭისყრის, ისე წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.