Skoda-ს შემდეგ სინთეზატორი: სუსის თანამშრომლებს „სმენა შეუმოწმეს"

© photo: Sputnikსუს–ის შენობა
სუს–ის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
ბორის ყურუამ სუსის თანამშრომლებისთვის ფილმ „სათამაშოდან“ საუნდტრეკი შეასრულა.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრმა და საბურთალოს რაიონში შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბორის ყურუამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსის) შენობის წინ პერფორმანსი მოაწყო.
მოქალაქეების ფარულ მიყურადებასა და თვალთვალთან დაკავშირებით პროტესტი მან ორიგინალური ფორმით გამოხატა.
13 სექტემბერს მედიასაშუალებებმა ქართველი სასულიერო პირების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების საუბრების ფარული ჩანაწერები გაავრცელეს.
მასმედიის ინფორმაციით, ოპოზიციურ ტელეარხებს ფარული ჩანაწერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა. საუბარია 50 ათასზე მეტ ფაილზე, რომლებიც ძირითადად სასულიერო პირებს უკავშირდება.
მანქანა აღარ არის - ზურაბ ჯაფარიძემ სუსის შენობასთან პერფორმანსი მოაწყო>>>
საქართველოს პროკურატურამ სასულიერო პირების ფარული თვალთვალის შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე აღიძრა. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, მან სუსის შენობასთან სინთეზატორი მიიტანა, რათა სპეცსამსახურის თანამშრომელთა სმენა შეემოწმებინა.
„მე შევასრულე მუსიკა ყველასთვის საყვარელი ფრანგული ფილმიდან „სათამაშო”, რადგან ეს კანტორა არის ბიძინა ივანიშვილის სათამაშო“, – განაცხადა ყურუამ.
რამდენიმე დღის წინ ყურუამ პარტიის ლიდერთან ზურაბ ჯაფარიძესთან და რამდენიმე მომხრესთან ერთად სუსის შენობასთან ხმაურიანი პერფორმანსი გამართა. მათ სუსის შენობის წინ უროთი დალეწეს Skoda Octaviа, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სიმბოლო.
ყველა ახალი ამბავი
0