https://sputnik-georgia.com/20210916/zurab-jafarizem-susis-senobastan-performansi-moawyo-259662949.html
მანქანა აღარ არის - ზურაბ ჯაფარიძემ სუსის შენობასთან პერფორმანსი მოაწყო
მანქანა აღარ არის - ზურაბ ჯაფარიძემ სუსის შენობასთან პერფორმანსი მოაწყო
Sputnik საქართველო
Scoda Octavia ასოცირდება სპეცსამსახურების თანამშრომლებთან, განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა მანქანას ბოლო მოუღეს 16.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-16T22:53+0400
2021-09-16T22:53+0400
2021-09-16T22:53+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259655970_0:0:960:540_1920x0_80_0_0_0bac6adf47bfb9e68145225fcc7f843e.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ თანაპარტიელებთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობასთან პერფორმანსი მოაწყო.„ტოტალური“ თვალთვალისა და მოსმენების პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა ყველას თვალწინ იქ მიყვანილი ავტომობილი დალეწეს.ჯაფარიძის თქმით, მათ Scoda Octavia-ს მარკის ავტომობილი შეარჩიეს, რადგან ის სპეცსამსახურების თანამშრომლებთან ასოცირდება.ჯაფარიძის მიერ Facebook-ზე ატვირთულ ვიდეოზე ჩანს, რამდენიმე ადამიანი როგორ ლეწავს უროებით „შკოდას“.ჯაფარიძის პერფორმანსი მისულმა პოლიციამ დაასრულა. კადრებზე ჩანს, როგორ აკავებენ პოლიციის თანამშრომლები რამდენიმე აქტივისტს.მოგვიანებით პოლიციამ ისინი გაათავისუფლა.საქართველოში ბოლო დღეებში აგორდა სკანდალი, რომელიც ეხება სასულიერო პირების, დიპლომატების, პოლიტიკოსების და ჟურნალისტების ფარულს მოსმენას, რომელსაც თითქოს სუსი ახორციელებდა. მთავარ ოპოზიციურ ტელეარხებს ასობით აუდიოფაილი სუსის ყოფილმა თანამშრომელმა გაუგზავნა.გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე.
https://sputnik-georgia.com/20210915/tbilissi-izulebit-vaqcinacias-aprotesteben-259627749.html
https://sputnik-georgia.com/20210909/tbilisshi-ana-dolizem-aqcia-gamarta-259462793.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259655970_0:0:960:720_1920x0_80_0_0_58061cfaa2ffd06c73095cf5d785ad4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
შემთხვევები, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
მანქანა აღარ არის - ზურაბ ჯაფარიძემ სუსის შენობასთან პერფორმანსი მოაწყო
Scoda Octavia ასოცირდება სპეცსამსახურების თანამშრომლებთან, განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა მანქანას ბოლო მოუღეს
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ თანაპარტიელებთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობასთან პერფორმანსი მოაწყო.
„ტოტალური“ თვალთვალისა და მოსმენების პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა ყველას თვალწინ იქ მიყვანილი ავტომობილი დალეწეს.
15 სექტემბერი 2021, 21:03
ჯაფარიძის თქმით, მათ Scoda Octavia-ს მარკის ავტომობილი შეარჩიეს, რადგან ის სპეცსამსახურების თანამშრომლებთან ასოცირდება.
ჯაფარიძის მიერ
Facebook-ზე ატვირთულ ვიდეოზე ჩანს, რამდენიმე ადამიანი როგორ ლეწავს უროებით „შკოდას“.
„ყველაფერს და ყველას მართავს სუსი, არჩევნებს ატარებს სუსი... ეს „მორდორი“ არის დასანგრევი. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, პირველი რაც არის გასაკეთებელი, აი ეს საგიჟეთი არის დასამთავრებელი. ის უნდა დაინგრეს, ზუსტად ისე როგორც ახლა დაილეწება ამათი სიმბოლო „შკოდა ოქტავია“, რომლებითაც ისინი დადიან. შეგიძლიათ გვიყუროთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის პერფორმანსი მისულმა პოლიციამ დაასრულა. კადრებზე ჩანს, როგორ აკავებენ პოლიციის თანამშრომლები რამდენიმე აქტივისტს.
მოგვიანებით პოლიციამ ისინი გაათავისუფლა.
საქართველოში ბოლო დღეებში აგორდა სკანდალი, რომელიც ეხება სასულიერო პირების, დიპლომატების, პოლიტიკოსების და ჟურნალისტების ფარულს მოსმენას, რომელსაც თითქოს სუსი ახორციელებდა. მთავარ ოპოზიციურ ტელეარხებს ასობით აუდიოფაილი სუსის ყოფილმა თანამშრომელმა გაუგზავნა.
გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე.