ქართველი ჩოგბურთელის წარმატება – გორგოძემ ზედიზედ მეორე ტურნირი მოიგო

© courtesy of Eko Gorgodzeეკატერინე გორგოძე
ეკატერინე გორგოძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
ფინალში ქართულ–ბელგიურმა წყვილმა სამ სეტში რუსულ–ესპანურ დუეტს მოუგო.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ბელგიელ ისალინ ბონავანტურთან წყვილში ITF-ის სერიის ვალენსიის ტურნირის (საპრიზო ფონდი – 80 ათასი დოლარი) გამარჯვებული გახდა.
ფინალში ქართულ–ბელგიურმა წყვილმა რუსულ–ესპანურ ოქსანა სელეხმეტიევასა და ფიტა ბოლუდას დუეტს სამ სეტში მოუგო – 6:2, 2:6, 10:6. მატჩი 1 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა.
ვალენსიის ტურნირზე გამარჯვებით გორგოძე WTA-ს რეიტინგში ექვსი პოზიციით დაწინაურდა წყვილთა თანრიგში. ახლა ქართველი ჩოგბურთელი 108-ე ადგილზეა.
ეკატერინე გორგოძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
ჩოგბურთი: ეკატერინე გორგოძე კარლსრუეს ტურნირის გამარჯვებულია
ITF-ის ტურნირებზე ეს გორგოძის ზედიზედ მეორე წარმატებაა. ერთი კვირის წინ მან რუმინელ ირინა ბარასთან დუეტში კარლსრუეს ტურნირი მოიგო.
ყველა ახალი ამბავი
0