„ერთ ჭერქვეშ ჯერ არ ვიცხოვრებთ...“ – დათუნა მგელაძე ბათუმელების სიძე გახდა

© Facebook / Datuna Mgeladzeდათუნა მგელაძე და ნინო ფუტკარაძე
დათუნა მგელაძე და ნინო ფუტკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
ყველაზე სასურველი სასიძო დაკავებულია. მომღერალმა „კურიერის“ ჟურნალისტი დანიშნა.
დათუნა მგელაძე ბათუმელების სიძე გახდა. მგელაძის რჩეული „კურიერის” ჟურნალისტი ნინო ფუტკარაძეა. აღმოჩნდა, რომ წყვილმა ნიშნობა ბათუმში, ნინოს ოჯახში გადაიხადა, ხოლო წვეულება სახლის ეზოში, ყველა რეგულაციის დაცვით შედგა.
დათუნა მგელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
ყველაზე სასურველი სასიძო დაქორწინდა – დათუნა მგელაძის ქორწილის პირველი კადრები
„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ნინო ამბობს, რომ დათუნას ხუთი წელია იცნობს, თუმცა ერთად სამი წელია, რაც არიან.

„როგორც მახსოვს, ერთმანეთი „ქუჩის ბიჭების” კონცერტზე გავიცანით. ზურა ხაჩიძემ დაგვპატიჟა. მას შემდეგ სულ ვკონტაქტობდით. მეგობრობა არც ერთ ეტაპზე არ გვქონია. თავიდანვე მოგვეწონა ერთმანეთი. ურთიერთობა კი ორი წლის შემდეგ გავასერიოზულეთ. ამ ხუთი წლის მანძილზე ერთმანეთის ცხოვრებაში სულ ვიყავით“, – ამბობს ნინო.

ჟურნალისტის თქმით, წყვილმა ჯვრისწერა ოქრომბერში დაგეგმა, შესაძლოა უცხოეთში წავიდნენ, ქორწილის გადახდას კი ჯერ არ აპირებენ.

„ერთ ჭერქვეშ ჯერ არ ვიცხოვრებთ, მხოლოდ ჯვრისწერის შემდეგ, ძალიან ტრადიციულად“, – ამბობს ნინო.

ყველა ახალი ამბავი
0