ყველაზე სასურველი სასიძო დაქორწინდა – დათუნა მგელაძის ქორწილის პირველი კადრები

© Facebook / Datuna Mgeladzeდათუნა მგელაძე
დათუნა მგელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2021
გამოწერა
მომღერალი დათუნა მგელაძე, რომელიც პირად ცხოვრებას ყოველთვის მალავდა, ამჯერად საყვარელი ქალის დამალვას აღარ აპირებს.
ცნობილი ქართველი მომღერალი დათუნა მგელაძე გაბედნიერდა. მისი რჩეული ჟურნალისტი ნინო ფუტკარაძეა. მომხიბვლელი გოგონა ახლახან „რუსთავი 2“-ის თანამშრომელი, „კურიერის“ ჟურნალისტი გახდა.
დათუნა დიდი ხნის განმავლობაში არ საუბრობდა პირად ცხოვრებაზე და თავის ურთიერთობებსაც არ ასაჯაროვებდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ წყვილმა ერთობლივი ფოტო პირველად გამოაქვეყნა.
წყვილის ქორწილის პირველი კადრები პროდიუსერმა ნიკოლოზ ხაჩიძემ გაავრცელა სოციალურ ქსელში.
დიდი ხნის განმავლობაში დათუნა მარტოხელა იყო და ერთ-ერთ სასურველ სასიძოდ მიიჩნეოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ რჩეულთან ერთად გადაღებული მისი ფოტოც ვიხილეთ.
მომღერალმა შორენა ბეგაშვილის გადაცემაში ცოტა ხნის წინ გაიხსენა რთული პერიოდი, როდესაც ავარიის შემდეგ ორი წელი საწოლს იყო მიჯაჭვული. როგორც მომღერალმა ინტერვიუში აღნიშნა, სიმღერამ დაავიწყა სირთულეები, რაც გამოიარა.
ყველა ახალი ამბავი
0