ბათუმის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატები „ოცნების“ გამოკითხვის შედეგებს არ ენდობიან

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო რეკლამა ბათუმში
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო რეკლამა ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტიის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი პირველ ტურში ხმების 54,1%-ს მიიღებს
თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. ბათუმის მერობის ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა უნდობლობა გამოუცხადეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სოციალოგიური კვლევის შედეგებს, რომლებიც ორშაბათს გამოქვეყნდა.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მმართველი პარტიის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი პირველ ტურში ხმების 54,1%-ს მიიღებს. მეორე ადგილი ერგო გიორგი კირთაძეს („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) – 30,6%. მესამე ადგილზეა ირაკლი მიქელაძე („საქართველოსთვის") – 4,6%.
„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
ვინ გაიმარჯვებს არჩევნებზე: „ქართულმა ოცნებამ“ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ ტელეარხ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, ბათუმში აუცილებლად გაიმარჯვებს ოპოზიციური გაერთიანება. მისი თქმით, ბათუმში 10 ოპოზიციური პარტია მჭიდრო კოორდინაციაშია ერთმანეთთან და მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბათუმის მერი აუცილებლად იქნება კოალიციური, ხოლო საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობა სხვადასხვა პარტიებიდან იქნება.
ბათუმის მერობის კანდიდატმა პარტიიდან „საქართველოსთვის“ ირაკლი მიქელაძემ აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და 2 ოქტომბერს გამოჩნდება შედეგები, რომელიც სჭირდება ქვეყანას და ბათუმს. ახლა ქვეყანას სჭირდება ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანები, აღნიშნა მან.
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
თბილისის მერობის კანდიდატების დებატები სამშაბათს გაიმართება

ხოლო პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ კანდიდატმა გიორგი ფუტკარაძემ აღნიშნა, რომ ეს კვლევა არის ძალიან მიკერძოებული და ჩატარდა იმისათვის, რომ დაარწმუნონ ადამიანები იმაში, რომ არაფერი არ შეიცვლება. მისი თქმით, „ოცნება“ ვერ მიიღებს საჭირო ხმებს, რაც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გამოიწვევს.

თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ „ქართული ოცნების“ ყველა კანდიდატი ყველა ქალაქში პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
კვლევა 13–17 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა, რომელშიც 2.690-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. აქედან ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9%-მა დაასახელა. ცდომილება +/–3%-ია.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ყველა ახალი ამბავი
0