არჩევნები რუსეთის სათათბიროში: დამუშავებულია ოქმების 60%-ზე მეტი

© photo: Sputnik / Ilya Naimushin / გადასვლა მედიაბანკშიარჩევნები რუსეთში
არჩევნები რუსეთში - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2021
გამოწერა
წინასწარი შედეგებით, სახელმწიფო დუმაში გადის ხუთი პარტია, რომლებმაც ელექტორალური 5%-იანი ბარიერი გადალახეს.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საუბნო კომისიების ოქმების 60,06% დაამუშავა. არჩევნები სახელმწიფო სათათბიროში გუშინ დასრულდა.
რუსეთის ცესკოს მონაცემებით, ამ დროისათვის 47,16%-ით ლიდერობს „ერთიანი რუსეთი“ (Единая Россия), მეორე ადგილზეა „რუსეთის კომუნისტური პარტია“ (КПРФ) 20,89%-ით, მესამეზე – „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“ (ЛДПР) – 7,9%.
რუსეთის ცესკოს საინფოემაციო ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2021
რუსეთის ცესკო:სათათბიროს არჩევნებზე ზედმეტი ბიულეტენების „ჩაყრის“ რვა შემთხვევა დაფიქსირდა
წინასწარი მონაცემებით, ლიდერთა ხუთეულში ხვდება „სამართლიანი რუსეთი“ (Справедливая Россия) ხმების 7,54%-ით და „ახალი ადამიანები“ (Новые люди) 5,77%-ით.
ამგვარად, წინასწარი მონაცემებით, სახელმწიფო სათათბიროში ხვდება ხუთი პარტია, რომლებმაც 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახეს.
ყველა ახალი ამბავი
0