https://sputnik-georgia.com/20210920/47-shegavatiani-ipotekuri-sesxi-gaica-259745649.html
იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 47 სესხი დამტკიცდა
იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 47 სესხი დამტკიცდა
Sputnik საქართველო
შეღავათიანი იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამა 1 სექტემბერს ამოქმედდა. სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს. 20.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-20T18:27+0400
2021-09-20T18:27+0400
2021-09-20T22:08+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/47/248474782_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_277f53b794e7c2a6197deec8d13de64d.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. პროგრამა „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ ფარგლებში დღეის მდგომარეობით უკვე 47 იპოთეკური სესხი გაიცა, ხოლო 17 განხილვის პროცესშია, იუწყება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.საქართველოში შეღავათიანი იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიმართულია მრავალშვილიანი ოჯახების და იმ ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ, ვისაც ახალშეძენილი შვილი ჰყავს, ძალაში 1 სექტემბერს შევიდა. პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ მრავალშვილიანი ან ახალშობილთა ოჯახების, მარტოხელა მშობლის/ქვრივის მიერ აღებულ იპოთეკურ სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის განმავლობაში.ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა:– ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული ერთ წლამდე შვილი;– ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;– ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი.კომერციული ბანკების მხრიდან იპოთეკური სესხების გაცემა მოხდება კერძო სახლის/ბინის შეძენა–მშენებლობისთვის მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში:– იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.– სესხის მაქსიმალური ოდენობა 200 ათასი ლარია.– დასაშვებია, რომ შესაძენი ბინის ან კერძო სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 ათას ლარს.პროგრამა ერთჯერადი ხასიათისაა და მიმღებ პირს მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ შეუძლია, მის მიერ აღებული სესხის მოცულობის მიუხედავად.
https://sputnik-georgia.com/20210901/subsidirebuli-ipotekuri-sesxis-programa-amoqmedda-259196896.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/47/248474782_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_a7d3621293a4f8ba116a1b5fa2d4c91a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 47 სესხი დამტკიცდა
18:27 20.09.2021 (განახლებულია: 22:08 20.09.2021) შეღავათიანი იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამა 1 სექტემბერს ამოქმედდა. სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. პროგრამა „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ ფარგლებში დღეის მდგომარეობით უკვე 47 იპოთეკური სესხი გაიცა, ხოლო 17 განხილვის პროცესშია, იუწყება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.
საქართველოში შეღავათიანი იპოთეკური სესხების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიმართულია მრავალშვილიანი ოჯახების და იმ ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ, ვისაც ახალშეძენილი შვილი ჰყავს, ძალაში 1 სექტემბერს შევიდა.
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ მრავალშვილიანი ან ახალშობილთა ოჯახების, მარტოხელა მშობლის/ქვრივის მიერ აღებულ იპოთეკურ სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის განმავლობაში.
ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა:
– ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული ერთ წლამდე შვილი;
– ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
– ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი.
კომერციული ბანკების მხრიდან იპოთეკური სესხების გაცემა მოხდება კერძო სახლის/ბინის შეძენა–მშენებლობისთვის მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში:
– იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.
– სესხის მაქსიმალური ოდენობა 200 ათასი ლარია.
– დასაშვებია, რომ შესაძენი ბინის ან კერძო სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 ათას ლარს.
პროგრამა ერთჯერადი ხასიათისაა და მიმღებ პირს მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ შეუძლია, მის მიერ აღებული სესხის მოცულობის მიუხედავად.