https://sputnik-georgia.com/20210919/sololaksi-zurab-jafarizis-bari-daluqes-259710692.html
სოლოლაკში ზურაბ ჯაფარიძის გახსნილი ბარი/შტაბი დალუქეს
სოლოლაკში ზურაბ ჯაფარიძის გახსნილი ბარი/შტაბი დალუქეს
Sputnik საქართველო
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ბარში გახსნილია საარჩევნო შტაბი, რომელიც განსხვავებულ ფორმატში იმუშავებს. 19.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-19T10:00+0400
2021-09-19T10:00+0400
2023-08-17T18:14+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251264799_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_73eac277eb7071a6e72a4dbdd119ff74.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. თბილისში, ლერმონტოვის 9 ნომერში შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა ღამით ოპოზიციური პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილი ბარი დალუქეს, იუწყება „პირველი არხი“.მათი თქმით, ბარი მთავრობის განკარგულების დარღვევის გამო მანამდე დააჯარიმეს. საუბარია კოვიდ-შეზღუდვაზე, რომლის მიხედვითაც კვების ობიექტების მუშაობა 22:00 საათამდეა დასაშვები. წუხელ ღამით განმეორებით დარღვევის გამო კი ბარი დაილუქა.ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ბარში გახსნილია საარჩევნო შტაბი, რომელიც განსხვავებულ ფორმატში იმუშავებს.საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 50 პარტია, მათ შორის „გირჩი მეტი თავისუფლება“.საქართველო კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღას ებრძვის. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში რამდენიმე რეგულაცია მოქმედებს. კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 22:00 საათამდე. ღია და დახურულ სივრცეებში სავალდებულოა პირბადეების გამოყენება.
https://sputnik-georgia.com/20210916/zurab-jafarizem-susis-senobastan-performansi-moawyo-259662949.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251264799_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2e71c8310cdd2f480fab94690f1d69a0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, covid-19
სოლოლაკში ზურაბ ჯაფარიძის გახსნილი ბარი/შტაბი დალუქეს
10:00 19.09.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ბარში გახსნილია საარჩევნო შტაბი, რომელიც განსხვავებულ ფორმატში იმუშავებს.
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. თბილისში, ლერმონტოვის 9 ნომერში შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა ღამით ოპოზიციური პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილი ბარი დალუქეს, იუწყება
„პირველი არხი“. მათი თქმით, ბარი მთავრობის განკარგულების დარღვევის გამო მანამდე დააჯარიმეს. საუბარია კოვიდ-შეზღუდვაზე, რომლის მიხედვითაც კვების ობიექტების მუშაობა 22:00 საათამდეა დასაშვები. წუხელ ღამით განმეორებით დარღვევის გამო კი ბარი დაილუქა.

16 სექტემბერი 2021, 22:53
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ბარში გახსნილია საარჩევნო შტაბი, რომელიც განსხვავებულ ფორმატში იმუშავებს.
„შტაბი გავხსენით ლერმონტოვის 9 ნომერში, რომელიც იმუშავებს ალბათ არჩევნების ჩათვლით. ყოველდღე ვიქნებით, მეც და ლიდერებიც. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოსვლა და გასაუბრება, პრეტენზიების წაყენება, კითხვების დასმა. განსხვავებული იქნება სხვა შტაბებისგან, იქნება მუსიკა, ალკოჰოლი. გამორჩეული კომუნიკაციის გზა გვაქვს არჩეული ამომრჩეველთან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 50 პარტია, მათ შორის „გირჩი მეტი თავისუფლება“.
საქართველო კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღას ებრძვის. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში რამდენიმე რეგულაცია მოქმედებს. კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 22:00 საათამდე. ღია და დახურულ სივრცეებში სავალდებულოა პირბადეების გამოყენება.