https://sputnik-georgia.com/20210919/sirnarsi-sazogadoebrivi-centri-gaixsna-259712960.html
სიღნაღში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
სიღნაღში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
Sputnik საქართველო
საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს კომფორტულ გარემოში სწრაფად, რაიონიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი... 19.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-19T13:30+0400
2021-09-19T13:30+0400
2021-09-19T13:30+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23028/26/230282625_0:63:1200:738_1920x0_80_0_0_35efe0dfc9a9b1e40a0fb13c9227bb62.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. სიღნაღში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.ცენტრის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. უწყების ინფორმაციით, ამიერიდან სიღნაღის საზოგადოებრივ ცენტრში სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურების მიღებაა შესაძლებელი.ასევე, სიღნაღის საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისი გაიხსნა. როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, პრობაციის ახალი ბიურო კახეთის რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.სიღნაღის შემდეგ პრობაციის ბიუროები წელს ჩხოროწყუსა და კასპის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივ ცენტრებშიც განთავსდება. საზოგადოებრივი ცენტრები – იუსტიციის სახლების პროტოტიპებია. საზოგადოებრივი ცენტრები რეგიონების მოსახლეობას, მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.
https://sputnik-georgia.com/20210831/1-seqtembridan-piradobis-mowmobebi-ufasod-gaicema-259169907.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23028/26/230282625_67:0:1134:800_1920x0_80_0_0_42ff7fecfc25b05d8f6aeb4bc015f268.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები
სიღნაღში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს კომფორტულ გარემოში სწრაფად, რაიონიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. სიღნაღში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
ინფორმაციაში.
ცენტრის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
უწყების ინფორმაციით, ამიერიდან სიღნაღის საზოგადოებრივ ცენტრში სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურების მიღებაა შესაძლებელი.
„ახლადგახსნილ ოფისში, სხვადასხვა მომსახურების მიღება ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით არის შესაძლებელი. საზოგადოებრივი ცენტრი მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე, სიღნაღის საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისი გაიხსნა. როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, პრობაციის ახალი ბიურო კახეთის რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.
სიღნაღის შემდეგ პრობაციის ბიუროები წელს ჩხოროწყუსა და კასპის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივ ცენტრებშიც განთავსდება.
საზოგადოებრივი ცენტრები – იუსტიციის სახლების პროტოტიპებია. საზოგადოებრივი ცენტრები რეგიონების მოსახლეობას, მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.