https://sputnik-georgia.com/20210919/raribasvilma-qartvel-mzveravebs-mati-profesiuli-dresaswauli-miuloca-259714204.html
ღარიბაშვილმა ქართველ მზვერავებს მათი პროფესიული დღესასწაული მიულოცა
ღარიბაშვილმა ქართველ მზვერავებს მათი პროფესიული დღესასწაული მიულოცა
Sputnik საქართველო
მზვერავების მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს სტაბილური განვითარებისთვის, აღნიშნა პრემიერმა 19.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-19T16:00+0400
2021-09-19T16:00+0400
2021-09-19T16:00+0400
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259649514_0:208:2048:1361_1920x0_80_0_0_afd85d202b1be1dfe2f938d1584881d2.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებსა და უწყების ვეტერანებს მათი პროფესიული დღე მიულოცა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ნაბიჯ-ნაბიჯ, საერთო ძალისხმევით, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელსაც ძლიერი, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ჰქვია“.აპრილში პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშნა შალვა ლომიძე, რომელმაც ამ პოსტზე ლევან იზორია შეცვალა. იზორიამ, თავის მხრივ, მოღვაწეობა დიპლომატიურ სფეროში გააგრძელა.საქართველოს დაზვერვის სამსახური არის აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ემორჩილება. სამსახურის ძირითადი ამოცანებია გარე საფრთხეების და რისკების გამოვლენა, ქვეყნის საჯარო-პოლიტიკური მოხელეების უზრუნველყოფა სადაზვერვო ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილებების მისაღებად ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში.
https://sputnik-georgia.com/20210423/dazvervis-samsaxurs-shalva-lomidze-uxelmzgvanelebs-251549941.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259649514_234:229:1743:1361_1920x0_80_0_0_e66be198543e9e0b25bdab61eca1267a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში
ღარიბაშვილმა ქართველ მზვერავებს მათი პროფესიული დღესასწაული მიულოცა
მზვერავების მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს სტაბილური განვითარებისთვის, აღნიშნა პრემიერმა
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებსა და უწყების ვეტერანებს მათი პროფესიული დღე მიულოცა.
„დღეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული დღეა. გილოცავთ ამ დღეს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებსა და ვეტერანებს. თქვენი საქმიანობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, განვითარების, სტაბილური გარემოს ჩამოყალიბების პროცესში. თქვენი რთული, მაღალი რისკის შემცველი პროფესიული მოვალეობის შესრულება საამაყოა და პატივსაცემი“, - დაწერა ღარიბაშვილმა თავის
Facebook-გვერდზე.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ნაბიჯ-ნაბიჯ, საერთო ძალისხმევით, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელსაც ძლიერი, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ჰქვია“.
აპრილში პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშნა შალვა ლომიძე, რომელმაც ამ პოსტზე ლევან იზორია შეცვალა. იზორიამ, თავის მხრივ, მოღვაწეობა დიპლომატიურ სფეროში გააგრძელა.
საქართველოს დაზვერვის სამსახური არის აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ემორჩილება. სამსახურის ძირითადი ამოცანებია გარე საფრთხეების და რისკების გამოვლენა, ქვეყნის საჯარო-პოლიტიკური მოხელეების უზრუნველყოფა სადაზვერვო ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილებების მისაღებად ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში.