https://sputnik-georgia.com/20210918/sss-niko-kvaracxelias-mkvleloba-gaxsnilia-259702958.html
შსს: ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნილია
შსს: ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნილია
Sputnik საქართველო
მკვლელობა ვერაზე ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს მოხდა. მოგვიანებით გავრცელებულ ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერში ჩანს, რომ კვარაცხელიას მისამართით აკაკი... 18.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-18T17:17+0400
2021-09-18T17:17+0400
2021-09-20T13:02+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458303_0:150:1117:778_1920x0_80_0_0_30d0b0cbb00575f486e7fedb2ae2d1b4.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. პოლიციამ ვერაზე მომხდარი 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შემთხვევა 15 სექტემბერს ვერაზე, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მოხდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ. ცნობილი „კანონიერი ქურდის“ შვილის, ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ.უწყების ცნობით, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომობილით ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ. კვარაცხელიას გამოჩენის შემდეგ ა.ჭ.-მ მის მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან თანამზრახველ გ.კ.-თან ერთად მიიმალა. ნიკო კვარაცხელია, რომელსაც რვა ტყვია მოხვდა, ხუთშაბათს საავადმყოფოში გარდაიცვალა.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია აკაკი ჭელიძეზე და გიორგი კავილაძეზე.შსს-ს ცნობით, ბრალდებულების ადგილსამყოფელის დადგენის და მათი დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.ფაქტზე გამოძიება „განზრახ მკვლელობის მცდელობისა" და „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარების" მუხლებით მიმდინარეობს(108-ე მუხლი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები).მკვლელობის დეტალებინიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ძირითად მტკიცებულებას ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები წარმოადგენს. კადრებზე ჩანს, რომ კეპიანი და სამედიცინო ნიღბიანი მკვლელი მშვიდად ელოდება მსხვერპლს მისსავე ავტომობილთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხმრავალი ადგილია, ის არ იჩენს სიფრთხილეს, ახალგაზრდა მამაკაცს ცხრა ტყვიას ესვრის და ამის შემდეგ ადგილს ტოვებს.დაჭრილი ახალგაზრდა სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მას სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.თავად დაღუპულს კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ ნიკო კვარაცხელია დაბრუნდა საქართველოში და, ასაკის მიუხედავად, IT-ტექნოლოგიების სფეროში პერსპექტიული მეწარმე გახდა. ის ქართული Forbes-ის 30 Under 30-ის (30 წლამდე ასაკის წარმატებული ბიზნესმენების სია) სიაშიც კი შევიდა.ნიკო კვარაცხელიამ რამდენიმე წლის წინ საქართველოში შექმნა მრავალფუნქციური ონლაინ-პლატფორმა Feedc, რომელიც აერთიანებს სოციალურ ქსელს, სატელევიზიო და საგანმანათლებლო არხებს და ა.შ. პლატფორმას უკვე 250 ათასზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. „ტრაფიკის“ მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ის მე-20 ადგილს იკავებს.
https://sputnik-georgia.com/20210917/niko-kvaracxelias-mkvleli-sesazloa-daqiravebuli-qileria-259664661.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458303_0:118:959:837_1920x0_80_0_0_c5b8b06fcf90d60c836a5ef4c8ab808c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
შსს: ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნილია
17:17 18.09.2021 (განახლებულია: 13:02 20.09.2021) მკვლელობა ვერაზე ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს მოხდა. მოგვიანებით გავრცელებულ ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერში ჩანს, რომ კვარაცხელიას მისამართით აკაკი ჭელიძემ 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა.
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. პოლიციამ ვერაზე მომხდარი 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
შემთხვევა 15 სექტემბერს ვერაზე, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მოხდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ. ცნობილი „კანონიერი ქურდის“ შვილის, ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ.
უწყების ცნობით, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომობილით ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ. კვარაცხელიას გამოჩენის შემდეგ ა.ჭ.-მ მის მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან თანამზრახველ გ.კ.-თან ერთად მიიმალა. ნიკო კვარაცხელია, რომელსაც რვა ტყვია მოხვდა, ხუთშაბათს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია აკაკი ჭელიძეზე და გიორგი კავილაძეზე.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულების ადგილსამყოფელის დადგენის და მათი დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
17 სექტემბერი 2021, 00:38
ფაქტზე გამოძიება „განზრახ მკვლელობის მცდელობისა" და „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარების" მუხლებით მიმდინარეობს(108-ე მუხლი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები).
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ძირითად მტკიცებულებას ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები წარმოადგენს. კადრებზე ჩანს, რომ კეპიანი და სამედიცინო ნიღბიანი მკვლელი მშვიდად ელოდება მსხვერპლს მისსავე ავტომობილთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხმრავალი ადგილია, ის არ იჩენს სიფრთხილეს, ახალგაზრდა მამაკაცს ცხრა ტყვიას ესვრის და ამის შემდეგ ადგილს ტოვებს.
დაჭრილი ახალგაზრდა სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მას სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თავად დაღუპულს კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ ნიკო კვარაცხელია დაბრუნდა საქართველოში და, ასაკის მიუხედავად, IT-ტექნოლოგიების სფეროში პერსპექტიული მეწარმე გახდა. ის ქართული Forbes-ის 30 Under 30-ის (30 წლამდე ასაკის წარმატებული ბიზნესმენების სია) სიაშიც კი შევიდა.
ნიკო კვარაცხელიამ რამდენიმე წლის წინ საქართველოში შექმნა მრავალფუნქციური ონლაინ-პლატფორმა Feedc, რომელიც აერთიანებს სოციალურ ქსელს, სატელევიზიო და საგანმანათლებლო არხებს და ა.შ. პლატფორმას უკვე 250 ათასზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. „ტრაფიკის“ მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ის მე-20 ადგილს იკავებს.