სამუდამოდ დაკარგული? სად ვეძებოთ უზარმაზარი განძეული

© Pixabay / JamesDeMersგანძეული
განძეული - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2021
გამოწერა
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მსოფლიოს ზღვებისა და ოკეანეების სიღრმეებში დაახლოებით 9 მილიონ ტონამდე ოქრო არის დაუნჯებული.
კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში უამრავი საგანძური ან ჩაიძირა, ან უბრალოდ განადგურდა, ან სამუდამოდ დაიკარგა. უპრიანი იქნებოდა, რამდენიმე მაგალითი გაგვეხსენებინა.
ერთ დროს უძლიერესი ასურეთის მეფე სარდანაპალი (იგივე ასურბანიფალი) ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მონარქი გახლდათ მსოფლიო ისტორიაში. მისი საგანძური ბევრად აღემატებოდა ბიბლიური სოლომონის ქონებასაც კი. მართალია ასურეთის სახელწიფო ფაქტობრივად აღარც არსებობდა, მაგრამ მისი უკანასკნელი მეფე დაახლოებით 5 მილიონი ოქროს ტალანტის (დაახლოებით 130 ათასი ტონა) ღირებულების საგანძურის მფლობელი გახლდათ. მთელი ეს ქონება ძველი წელთაღრიცხვით 612 წელს მეფის სასახლესთან და სამეფო ბიბლიოთეკასთან ერთად ცეცხლში ჩაიწვა და ჩაიფერფლა.
განძის მაძიებლები სწავლობენ რუკას - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2020
ეძებეთ ქართველ მეფეთა საგანძური: ლეგენდებით შემონახული ადგილები
***
ქრისტეს წინარე 327 წელს, ალექსანდრე მაკედონელის ლაშქარი ჰინდიქუშის (მთათა სისტემა შუა აზიაში, ავღანეთსა და პაკისტანში) გადალახვისას იმდენად იყო „დამძიმებული“ ნაძარცვი ქონებით, რომ უღელტეხილების გადალახვა გაუჭირდათ. ცხენები და ჯორ-აქლემები ტვირთს ვერ ზიდავდნენ. და მაშინ ალექსანდრემ ბრძანა, ერთად მოეყარათ თავი ძვირფასეულობისათვის.
ცოტა ხანში 30 ათასი ოქროს ტალანტი (ერთი ატიკური ტალანტი დაახლოებით 26 კილოგრამის შესაბამისი იყო) დახვავდა ერთ ადგილზე. ალექსანდრემ მას მიწის ზეთი (ანუ ნავთი) მიასხა და ცეცხლს მისცა. „ზედმეტი ბარგისაგან“ გათავისუფლებულმა არმიამ კი იოლად დაძლია ყინულოვანი ინდიქუშის ბარიერი და ინდოეთი ამოიღო მიზანში.
***
XVI საუკუნის დასაწყისიდან მექსიკიდან და პერუდან ინკების იმპერიის ქონება ესპანეთში გალერებით გადაჰქონდათ. ამ გემების გაძარცვის იდეა პირველად თავში აზრად ეროვნებით ფრანგს, ვინმე ჟან ფლერს მოუვიდა. მის ნაძარცვ ძვირფასეულობას შორის იყო ოქროსაგან ჩამოსხმული უზარმაზარი მზის დისკო. ესპანეთის მეფის საჩივარს ამ ფაქტთან დაკავშირებით საფრანგეთის მეფე ფრანსუა პირველმა უპასუხა, რომ „მზე ყველასთვის ერთნაირად ანათებს“. მეფის ეს სიტყვა გახდა დასაწყისი იმ გააფთრებული საზღვაო შეტაკებებისა, რომელსაც მეკობრეები ესპანურ გემებზე ახორციელებდნენ.
რუსეთის მეფის გვირგვინი, სკიპტრა და „დერჟავა“ (დამზადებულია 1627-1628 წლებში). - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2019
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ქართველი თავადი, რომელმაც იმპერიის საგანძური გადაარჩინა
ჟან ფლერმა ძარცვით უდიდესი ქონება ჩაიგდო ხელთ. ცნობილია, რომ მისმა მეკობრეებმა ორასამდე გემი გაძარცვეს. ფლერმა კი მთელი ეს განძი ანტილიის ერთ-ერთ უკაცრიელ კუნძულზე გადაინახა. მოგვიანებით ჟან ფლერი და მისი მეკობრეები ისე გაანადგურეს, რომ ერთი კაციც არ გაუშვეს ცოცხალი. ამიტომ ნაძარცვი საგანძურის ადგილსამყოფელი დღემდე არავინ იცის.
***
1520 წელს აცტეკთა იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი მონტესუმა ესპანელებმა ტყვედ ჩაიგდეს. ბელადის გამოსასყიდად ადგილობრივმა დიდკაცობამ დიდი თანხა (დღევანდელი კურსით დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარი) შეაგროვა, მაგრამ ვიდრე აცტეკები ოქროს ჩატანას მოასწრებდნენ, იმპერატორი საპყრობილეში დაიღუპა. მაშინ აცტეკთა ქურუმებმა ოქრო ქალაქ კანაბას (ახლანდელი იუტის შტატი) მახლობლად გადამალეს. ის ახლაც ხელუხლებლად დევს იქ, ვინაიდან ვერავინ მიაგნო.
ქართული ოქროს სამკაული - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2018
აბეზარი ამერიკელი ბიზნესმენი და გაყიდვას გადარჩენილი საქართველოს ეროვნული განძი
***
1943 წელს მესამე რაიხის ფელდმარშალმა ერვინ რომელმა, ჩრდილოეთ აფრიკიდან გერმანიის ჯარების ევაკუაციის დროს, ბრძანება გასცა, კუნძულ კორსიკის ნაპირთან საიდუმლოდ ჩაემარხათ ეგვიპტიდან წამოღებული მრავალმილიარდიანი ქონება. დამარცხებულმა ფელდმარშალმა ვერ შეძლო განძის გერმანიაში გადატანა და ეს საქმე სამომავლოდ გადადო. მაგრამ ერთი წლის შემდეგ ფიურერს რომელის ერთგულებაში ეჭვი შეეპარა და მისი ბრძანებით მოწამლეს. ბუნებრივია, გადამალული ექვსი კონტეინერის საიდუმლო მან საფლავში წაიღო.
იგივე ბედი ეწია იაპონელი ფაშისტი გენერლის, იამაშიტას გადამალულ საგანძურს. 1944 წელს ფილპინებიდან გაქცევის წინ იამაშიტამ მანილის შემოგარენში 172 სამალავში განათავსა ნაძარცვი ქონება, რომლის საერთო ღირებულება 200 მილიონ ამერიკულ დოლარს აღემატებოდა. ყველა ის პირი, ვინც განძის გადამალვაში მონაწილებას იღებდა, დახოცეს, ხოლო შემდეგ მათმა მკვლელებმაც თავები მოიკლეს. ასე რომ, ამ განძის ადგილსამყოფელის ერთადერთი მცოდნე იყო თავად იამაშიტა, რომელიც 1946 წელს ჩამოახრჩვეს და განძიც დაიკარგა.
ყველა ახალი ამბავი
0